x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ტელევიზიებში ვერ შევდივარ, რუსთავი 2–შიც ვცადე, საზოგადოებრივზეც მაგრამ ვერ შევედი“ - მაია ასათიანი
image

.

23 ოქტომბერს მთავარი არხის პირდაპირ ეთერში, გადაცემა შენი შუაღამეს სტუდიაში ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ ტელევიზიებში შესვლას ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს. მისი თქმით, ძალიან უნდა ტელეეკრანზე გამოჩენა, თუმცა იმ სატელევიზიო არხებზე, რომელთაც დიდი დაფინანსება აქვთ, ამას ვერ ახერხებს. მისივე საუბრიდან ირკვევა, რომ მას დაბრუნება სურს ასევე რუსთავი 2–შიც, თუმცა, როგორც თავადვე ამბობს, ამას ვერ ახერხებს.

.


„ძალიან დათრგუნული ვარ. დღეს ბიძინა ივანიშვილმა ბევრი ისაუბრა მედიის თავისუფლებაზე. აგერ მე გახლავართ ნათელი მაგალითი, როგორ ვერ ვიწყებ მუშაობას ტელევიზიებში, რომლებსაც დიდი შემოსავალი აქვთ. არაფერი არ შეცვლილა. აქციაზე ბევრი ცნობადი სახე ვნახე, რომლებიც თავის დროზე ნაციონალურ მოძრაობას დაბლოკილი ჰყავდა. ჰოდა, აი ახლა მინდა გითხრათ, რომ მე აქ ვარ მეგობრებო. უმუშევარი და მე დაბლოკილი ვარ.

რა მედიის თავისუფლებაზე მესაუბრებით ხალხო?.. რუსთავი 2–ში ვერ შევდივარ!... ვცადე, რუსთავი 2–შიც და საზოგადოებრივ მაუწყებელშიც. ვცადე, მაგრამ ვერ შევდივარ. – აღნიშნავს მაია ასათიანი.


არადა, ცნობილი ფაქტია, რომ მან საკუთარი სურვილით დატოვა რუსთავი 2, ისეთ დროს, როცა არხი ამას არ ელოდა. წამყვანს ასევე არაფერი უთქვამს იმაზე, რატომ ვერ ხერხდება მისი ოპოზიციურ ტელევიზიებში დასაქმება. თუმცა რამდენიმე კვირის წინ თქვა, რომ არჩევნებს ელოდება და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ეკრანზე დაბრუნდება.


მანამდე ცნობილმა ქართველმა ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა სამწლიანი დუმილი დაარღვია და ტელეეკრანებიდან გაუჩინარების შემდეგ პირველი სატელევიზიო ინტერვიუ მისცა. 16 ოქტომბერს ის ნანუკა ჟორჟოლიანის საავტორო გადაცემას სტუმრობდა სადაც სხვა საინტერესო თემებთან ერთად მის მოსაზრებებზეც ისაუბრა და ასევე ყველასთვის საინტერესო შეკითხვას უპასუხა – თუ როდის დაბრუნდება ის ტელეეკრანებზე. მისი თქმით, ის საპარლამენტო არჩევნებს ელოდება.


როგორც მაია ასათიანმა განმარტა, ტელეეკრანზე დაბრუნებას ის სულ მალე გეგმავს, რადგან ძალიან მოენატრა ეს სფერო და თვლის, რომ აუცილებლად უნდა დაბრუნდეს. მისი თქმით, უკვე ზუსტად იცის როგორი ფორმატის გადაცემას მოამზადებს, ვინ იქნება მისი ახალი გადაცემის სამიზნე აუდიტორია და რისთვის გაკეთდება ეს გადაცემა.


“ველოდები არჩევნებს, ახლა მე ძალიან მინდა ტელეეკრანზე დაბრუნება!... ზუსტად ვიცი, რომ დავბრუნდები! ოღონდ ეს ხელისუფლება რომ წავა მაშინ... აუცილებლად დავბრუნდები. ზუსტად ვიცი, რა გადაცემას და როგორ გავაკეთებ, ვისთვის იქნება ეს გადაცემა და როგორი სასარგებლო იქნება. ოღონდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გავაკეთებ, თუ საქართველო იქნება ევროპის ნაწილი. ამაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ბრძოლა არ გვქონია. ვხედავ იმ დღეს, როცა დავბრუნდები. ეს აუცილებლად მოხდება, მე ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია, – ამბობს მაია ასათიანი.

.

0
269
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0