x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
„ლელოს“ წევრი, სკოლის დირექტორი ტრანსგენდერის ცემისთვის დააკავეს
image

.

ტრანსგენდერი ქალის, ნატა ტალიკიშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე „ლელოს“ საარჩევნო სიის 52-ე ნომერი, პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი დავით ფერაძე დააკავეს. ის ანა დოლიძის პარტიის – „ხალხისთვის“ წევრია.

როგორც მედიასთან საუბარში შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.


.

დაკავებული პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ წევრი, პარლამენტის წევრობის კანდიდატი, პარტიული სიის 52-ე ნომერი, დავით ფერაძე აღმოჩნდა. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ფერაძე საზოგადოებას კარგად ახსოვს სკოლის დირექტორების კონკურსთან დაკავშირებით, რასაც ის თვეების განმავლობაში სამინისტროს წინ აპროტესტებდა და სკოლის დირექტორად არჩევას ითხოვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მედიას უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

.

ფერაძის დაკავების ფაქტს ადასტურებენ პარტია „ლელოს“ პრესსამსახურში და აცხადებენ, რომ გმობენ ძალადობას და ელოდებიან საგამოძიებო დასკვნას, პოლიტკურ ზომებს კი ობიექტური გამოძიების შედეგების არსებობის შემდეგ მიიღებენ.

.

„იმედინიუსი“ დაუკავშირდა „ლელოს“ პრესსამსახურსაც, სადაც შემდეგი კომენტარი გააკეთეს: „გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დეტალები ამ დრომდე ჩვენთვის უცნობია. როგორც სამართალდამცველი ორგანოებისგან ვიცით, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველი ორგანოები აწარმოებენ შესაბამის ღონისძიებებს და ჩვენც მათგან ველოდებით შესაბამის ინფორმაციას. აქვე, ცალსახად უნდა ითქვას, რომ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას და ძალოვან უწყებებს მოვუწოდებთ ფაქტის სასწრაფოდ გამოძიებისკენ. ჩვენც საზოგადოებასთან ერთად ველოდებით შესაბამის საგამოძიებო დასკვნას და გვექნება შესაბამისი პოლიტიკური რეაგირება“.

.

არსებული ინფორმაციით, ნატა ტალიკიშვილს მისთვის უცნობმა მამაკაცმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, კერძოდ, თავში ქვა ჩაარტყა. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

.

სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს დავით ფერაძე, რომლის დაკავების ფაქტიც პარტიაში მედიას რამდენიმე წუთით ადრე დაუდასტურეს. ფერაძე პროვოკაციას უწოდებს გავრცელებულ ცნობებს და აღნიშნავს, რომ დეტალებზე ბრიფინგზე ისაუბრებს:

..

„ვიღაცებმა მირჩიეს დუმილი… არაფერი დაწეროო… მიყვარს ეს მრჩეველი ხალხი! რომ მმტრობს, ისიც მიყვარს… რა ქნას, თუ დავალებაა?! ვერავინ ნახავთ სადმე ჩემს ჰომოფობიურ ფრაზასაც კი, რადგან, ვფიქრობ, ყველა ჩვენგანი ღვთის შვილები ვართ. ამიტომ ეს ორომტრიალი წმინდა წყლის პროვოკაციაა. თუ პოლიტიკური სიბინძურე არის ჩემს ამბავში ჩართული, ესეც გაირკვევა, ვისგანაც არ უნდა იყოს ის… ნუ, მე გავარკვევ და ვიტყვი დეტალებს. დანარჩენს ბრიფინგზე ვიტყვი“, – წერს ფერაძე.

0
474
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
474
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0