x
image
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
„ახლა ქართულ არასამთავრობოებზე მეტად ვინმე თუ მიყვარს, მართლა არ მგონია“ – ნიკა გვარამია

image

.

ახლა ქართულ ენჯეობზე (არასამთავრობოებზე) მეტად ვინმე თუ მიყვარს, მართლა არ მგონია.”- წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში, რომელიც კმაყოფილია 20 ოქტომბრის აქცია-მარშით.

“ალბათ, მარტო ჩვენი საოცარი ხალხი, მიტინგზე მდგომიც და იქ არ მდგომიც
მადლობა გოგოებო და ბიჭებო, ქალებო და კაცებო, ყველას, ყველას, ყველას!”– წერს გვარამია, რომელიც ამბობს, რომ ამ აქციაზე 100 ათასი ადამიანი მივიდა.


.

"დღევანდელი 100 ათასიანი აქციით, პროევროპულმა საქართველომ არჩევნები მოიგო არჩევნებამდე 1 კვირით ადრე... წილი ნაყარია: ჩვენ მივდივართ ევროპაში", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს და თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციას ეხმაურება.


"ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელი 100 ათასიანი აქციით, პროევროპულმა საქართველომ არჩევნები მოიგო არჩევნებამდე 1 კვირით ადრე.

წილი ნაყარია: ჩვენ მივდივართ ევროპაში!

27 ოქტომბერიდან ვიწყებთ!

მომავალი ჩვენია!" - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში...

.

Visioner-ის ცნობით, თავისუფლების მოედანზე ევროპულ აქციაზე 90 ათასიდან 100 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა.


"დღეს, არჩევნებამდე სულ რაღაც 6 დღით ადრე, საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ გამოვიდა ქუჩებში ქვეყნის პროდასავლური კურსის მხარდასაჭერად. სხვადასხვა კადრებზე და ანალიზზე დაყრდნობით, აქციაზე, პიკის დროს, დაახლოებით 90-100 ათასი იმყოფებოდა", - წერს Visioner.

0
86
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0