საქართველო "მანდ რას დაბლაყუნობ?ეს მალე თამარ მეფის საფლავსაც დაუწყებს ძებნას!"-გელა ზედელაშვილი 20 ოქტომბერი, 13:37 "ეს მალე თამარ მეფის საფლავსაც დაუწყებს ძებნას! ალიკო იმაზე გაცილებით აფრაკი ყოფილა, ვიდრე მეგონა.
სადღაც მინდორში დაბოდიალობს, ბიძინა ივანიშვილის დაპირებულ 100 ქარხანას ვეძებ და ვერ ვპოულობო.
შე ყალთაბანდო, მისულიყავი “აწარმოე საქართველოში''-ს ოფისში, სიას მოგცემდნენ და ისე გეძებნა, 500-ზე მეტია, მანდ რას დაბლაყუნობ?
ჰაიმეეეეეე!
ბავშვობისას ჩემ სოფელში ერთი კაცი იყო, ომანას ეძახდნენ, ისიც აეგრე დადიოდა და შუაგულ კახეთში არაგვს ეძებდა, ყველას ეკითხებოდა, აქეთ ხო არ ჩამოუვლიაო? ამისგან განსხვავებით, ომანა არავის არაფერს უშავებდა, ნამეტნავად კეთილი იყო, უბრალოდ ეს ჰქონდა აკვიატებული.
საერთოდ, გიჟებმა იციან ხოლმე აკვიატება, ალიკო არც პირველია და არც უკანასკნელი.
ერთი ვიცოდი კიდე, ამოიჩემა, თამარ მეფის საფლავი უნდა ვიპოვო, დანამდვილებით ვიცი, სადაც არიო. ფასანაურში წავიდა, ერთგან ტყეს მიადგა და იმდენი თხარა, მოკვდა, ვერ იპოვა."-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი.
153 2-ს მოსწონს
|