x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
",თბილისი პრაიდი'' მარშით ,,შიგ ევროპაში'' რომ გაგიძღვებათ..გირჩი შარვალჩახდილი, ФСБ-ლяკა და გულადი ბელადი მიშა იგულეთ!“-გოგა ხაინდრავა
image

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში ოპოზიციის მიერ დაანონსებულ სახალხო მარშს -"საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, რომელიც 20 ოქტომბერს გაიმართება სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:

„20-ში „თბილისი პრაიდი“ მარშით „შიგ ევროპაში“ რომ გაგიძღვებათ პროდასავლელო ვაჟკაცებო! გვერდით მეგის ქარდავა, ძმები ახალაიები, კილერა, ყავარჯნიანი გაბო, გვამების მოტრფიალე მერაბიშვილი, მეღვინე გვარამია, მევახშე ხაზარაძე, გირჩი შარვალჩახდილი, ФСБ-ლяკა და გულადი ბელადი მიშა იგულეთ!“ - წერს ხაინდრავა სოციალურ ქსელში.




20-ში "თბილისი პრაიდი" მარშით
"შიგ ევროპაში"
რომ გაგიძღვებათ
პროდასავლელო
ვაჟკაცებო! გვერდით
მეგის ქარდავა, ძმები ახალაიები, კილერა, ყავარჯნიანი გაბო, გვამების მოტრფიალე
მერაბიშვილი, მეღვინე
გვარამია, მევახშე ხაზარაძე, გირჩი შარვალჩახდილი, ФСБ-ლяკა და გულადი ბელადი მიშა იგულეთ!

— Goga Khaindrava (@KhaindravaGoga) October 19, 2024





ცნობისათვის, საქართველო ირჩევს ევროკავშირს - არასამთავრობო ორგანიზაციების, ჩემი ხმა ევროკავშირს, სასამართლოს გუშაგის, საქართველოს ევროპული ორბიტის, ყვარლის ევროკლუბის, დემოკრატიის მცველების, საფარის, სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ორგანიზებით, 20 ოქტომბერს 19:00 საათზე თბილისში მარში გაიმართება. "საქართველო, რომელიც არ გაუშვებს ხელიდან ისტორიულ შანსს;

საქართველო, რომელიც ირჩევს ერთობასა და განვითარებას;

საქართველო, რომელიც არ დააღალატებს წინაპრებს და მომავალ თაობებს;

საქართველო, რომელიც ირჩევს ევროკავშირს და ნათელ მომავალს იკრიბება 20 ოქტომბერს, მარშზე საქართველო ირჩევს ევროკავშირს! ვიკრიბებით ოთხ ლოკაციაზე:

მარჯანიშვილის მოედანი;
გმირთა მოედანი;
რესპუბლიკის მოედანი;
300 არაგველის მოედანი.
და როგორც ადრე - შეუჩერებელ მდინარეებად დავიძვრებით, და შევერთდებით თავისუფლების მოედანზე.

ჩვენი დიდი ერთობის სიამაყით და სიხარულით იმის დასტურად, რომ ᲐᲠᲐᲕᲘᲡᲘ ᲡᲮᲕᲘᲡᲘ, ᲔᲡ ᲥᲕᲔᲧᲐᲜᲐ ᲐᲠᲘᲡ ᲩᲕᲔᲜᲘ!" — წერია მარშის აღწერაში.

0
86
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0