x
image
ლელუ
კახა კალაძის განცხადება

imageკახა კალაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც კომპანია "საქჰიდრომშენში" "კალა კაპიტალის" კუთვნილი აქციების გამო ატეხილ სკანდალს ეხმაურება. ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ის, კუთვნილი აქციების გასხვისების პროცედურას, თანამდებობაზე ოფიციალურად დანიშვნიდან 10 დღის განმავლობაში დაიწყებს

„საქჰიდრომშენი“, სხვა პროექტებთან ერთად, ახორციელებს ენერეგეტიკულ სექტორთან დაკავშირებულ პროექტებსაც,
ამდენად, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე -13 მუხლის შესაბამისად, ჩემი თანამდებობაზე გამწესებიდან 10 დღის ვადაში, „კალა კაპიტალი“ დაიწყებს „საქჰიდრომშენში“ კუთვნილი აქციების გასხვისების
პროცედურას.

რაც შეხება ჩემს სხვა ბიზნესსაქმიანობას, რაც არ უკავშირდება
ენერგეტიკულ სექტორს, მიღებული იქნება კანონმდებლობის შესაბამისი გადაწყვეტილებები. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემი საქმანობა ყოველთვის ეფუძნებოდა და მომავალშიც დაეფუძნება კანონის პატივისცემას“ - აღნიშნავს კახა კალაძე.

2
269
3-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ლელუ
ლელუ
269
  
2012, 23 ოქტომბერი, 12:47
ამას საერთოდ რა უნდა პოლიტიკაში :X
0 1 2