x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ივანიშვილის „აგრო ქართუ“ რეგიონებში ხოხბისა და კაკბების ბუნებაში გაშვებას აგრძელებს
image


უკვე მერამდენე წელია ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი „აგრო ქართუს“ გადაშენების პირას მყოფი ხოხობისა და კაკაბის აღდგენის პროექტს ახორციელებს და ფრინველებს ამრავლებს. აგრო კომპლექსი, სადაც გადაშენების პირას მყოფი ფრინველების ენდემური სახეობების აღდგენა და გამრავლება ხდება, საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში მდებარეობს. უკვე ზრდასრულ სახეობებს სხვადასხვა რეგიონში, ბუნებაში უშვებენ. გასულ კვირას რეგიონებში ხოხობი და კაკაბი გააფრინეს.

.

დასახლებული პუნქტისგან დაშორებით განთავსებულ კომპლექსში ფრინველების მოვლა-პატრონობისთვის ყველა პირობაა შექმნილი. ფერმაში ოთხი სახეობის ფრინველის-კოლხური ხოხბის, კაკაბის, გნოლის და როჭოს მოშენება ხდება. იმ დრომდე, ვიდრე ფრინველებს ბუნებაში დააბრუნებენ, სამი ეტაპის გავლაა საჭირო. თავდაპირველად თითოეული სახეობა დახურულ სივრცეში, მისთვის დამახასიათებელი ტემპერატურული და კვების რეჟიმის დაცვით, 3-დან 4 თვემდე იზრდება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ფრინველები გარე სივრცეში მოწყობილ ასევე სპეციალურ ვოლიერებში გადაჰყავთ, სადაც უკვე გარემო პირობებთან ადაპტაცია ხდება. მესამე ეტაპი ველურ ბუნებასთან მიახლოებულ პირობებში ყოფნაა. ამისთვის აგროკომპლექსის ტერიტორიაზე არსებული ტყის ნაწილი სპეციალურ ბადით არის შემოსაზღვრული. სივრცეში ფრინველებისთვის ხელოვნურად არის შექმნილი როგორც დაბრკოლებები, ისე თავშესაფრები. აღნიშნული ეტაპის გავლის შემდეგ, აგროკომპლექსიდან ფრინველების გაცემა და მათი ბუნებაში დაბრუნება ხდება. აღსანიშნავია ისიც, რომ აგროკომპლექსის ტერიტორიაზე მოწყობილია კომბინატიც, სადაც ფრინველების საკვების ადგილზე დამუშავება ხდება.



image
„კოლხური ხოხობი საქართველოს ბუნებისთვის დამახასიათებელი, ენდემური სახეობაა, რომლის რაოდენობა ამ დროისთვის კრიტიკულად შემცირებულია და სამონადირეო ნაკრძალების გარდა, იშვიათად გვხვდება. იმ ტერიტორიებზე, სადაც ხოხბები ბინადრობდნენ, მათი თავიდან მოშენების პროცესი მიმდინარეობს. კოლხური ხოხობი, კაკაბი, გნოლი და როჭო – ეს იმ ფრინველების სახეობების ჩამონათვალია, რომელთა ბუნებაში დაბრუნების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთი კვირაა აქტიურად ხორციელდება. პროცესი კიდევ ორი კვირა გაგრძელდება. თითოეული სახეობისთვის ბუნებაში ადგილი იმ ტერიტორიებზე შეირჩევა, სადაც ხოხბები თავიდანვე ბინადრობდნენ და სადაც მათი არსებობისთვის საჭირო მდელო, დაბლობი, ჭალა თუ ტყის მასივია. გადაშენების პირას მყოფი კოლხური ხოხბები უკვე გაუშვეს იმერეთში, ზესტაფონის, თერჯოლისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე. უკვე ბუნებაში დაბრუნებული ფრინველების დაცვის საქმეში ჩართული არიან როგორც გარემოს დაცვის სააგენტოს რეინჯერები, ისე ველური ბუნების სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები“

.

სპეციალისტების გათვლა ასეთია: ბუნებაში დაბრუნებული იშვიათი ფრინველების 50 %-ის გადარჩენის შემთხვევაში, ბიომრავალფეროვნება აღდგება, რაც ქვეყნის დაცული ტერიტორიებისა და ზოგადად ქვეყნის მიმართ ინტერესს გაზრდის.

0
93
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0