x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჟურნალისტებმა იპოვეს ყველაზე განათლებული კაცი მსოფლიოში
image

როგორც ჩანს, ჟურნალისტებმა მსოფლიოში ყველაზე სწავლული ადამიანი იპოვეს. 53 წლის ესპანელს, მადრიდიდან, ანტონიო მონროის, აქვს ცამეტჯერ უმაღლესი განათლება მიღებული, სამჯერ დაასრულა ასპირანტურა და მიიღო ორჯერ დოქტორის ხარისხი.


ანტონიომ 13 წლის ასაკში სკოლა ექსტერნად დაამთავრა და გადაწყვიტა საფონდო ბირჟაზე მუშაობა დაეწყო. ექვსწლიანი ტრენინგის შემდეგ 19 წლის ასაკში ფინანსური ანალიტიკოსი და ახალგაზრდა ბროკერი გახდა.


მაგრამ შემდგომმა კარიერულმა ზრდამ და ეკონომიკის დოქტორანტის ხარისხმა ანტონიოს კმაყოფილება არ მოუტანა. ესპანელმა გადაწყვიტა ჩაღრმავებოდა... სპორტის შესწავლას. უფრო სწორად, სპორტულ ფიზიოთერაპიას; გარდა ამისა, მან დაამთავრა მაგისტრატურა "სპორტული ობიექტების მენეჯმენტის" პროფილით. ცხადი გახდა, რომ ესპანელმა ბავშვობის დრონდელი კომპლექსი აინაზღაურა: სკოლაში საუკეთესო იყო ყველა საგანში, გარდა ფიზკულტურისა.



შემდეგ მონროიმ უმაღლესი განათლება მიიღო სამართლის, ფსიქოლოგიის, ტურიზმის და ხელოვნების დარგებში...


ცოტა ხნის წინ ესპანელმა ჟურნალისტიკაში ჩაღრმავება გადაწყვიტა. პარალელურად დაიწყო დიეტოლოგიის, მარკეტინგისა და გეოგრაფიის შესწავლა.


სწავლასთან ერთად ანტონიომ მოახერხა სამი შვილის აღზრდა. საღამოს ასწავლიდა უნივერსიტეტში და ასევე მუშაობდა უძრავი ქონების ბაზარზე.


თავიდან ესპანელ რეპორტიორებს მონროის ისტორიის დაჯერება გაუჭირდათ - იცრუა თუ არა მან მრავალრიცხოვან დიპლომებზე? მაგრამ ყველა მონაცემი დადასტურდა ქვეყნის განათლების სამინისტროს ვებსაიტზე.

0
135
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
135
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0