x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
5 ყველაზე განსხვავებული რელიგია მსოფლიოში
image

ჯერ კიდევ უძველეს დროში ადამიანი, რომელსაც არ შეეძლო აეხსნა ბუნებრივი მოვლენები და რა ხდებოდა მის ირგვლივ, ყველაფერს მაგიური თვისება მიანიჭა. ისინი ასევე თაყვანს სცემდნენ ცხოველებს, ხეებს და მცენარეებს და სჯეროდათ ადამიანთა ზებუნებრივი შესაძლებლობების არსებობა.


თუმცა როდესაც ადამიანი კარგად გაერკვა ბუნებრივ მოვლენებში დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა სამი ძირითადი რელიგია, სადაც აქცენტი ღმერთ კაცებზე იყო გადატანილი, მაგრამ ჩვენს მიმოხილვაში წარმოგიდგენთ ყველაზე უჩვეულო რელიგიებს და რელიგიური თაყვანისცემის უცნაურ ობიექტებს.



რაელიტები


ამ მოძრაობის მიმდევრებს სრულიად განსხვავებული მოსაზრება აქვთ სიცოცხლის წარმოშობის შესახებ დედამიწაზე და თვლიან, რომ სიცოცხლე ჩვენს პლანეტაზე კოსმოსიდან არის ჩამოტანილი და არის გრანდიოზული სამეცნიერო ექსპერიმენტი.


რაელიტები ამ უაღრესად განვითარებულ ცივილიზაციას სამყაროში ელოჰიმს უწოდებენ და მასთან მხოლოდ იესო ქრისტეს და ბუდას აქვს კავშირი და მათი მეშვეობით თავიანთ გზავნილებს აწვდიან დედამიწის მაცხოვრებლებს.


სწავლება წარმოიშვა 1973 წელს ფრანგი კლოდ ვორიონის ინიციატივით და დღეს მსოფლიოში 55 ათასი მიმდევარი ჰყავს.


ბაჰაიზმი

არაბულიდან თარგმნილი "ბაჰა" ითარგმნება როგორც "ბრწყინვალე", ხოლო რელიგია წარმოიშვა მე-19 საუკუნეში სპარსეთში.


ამ სწავლების თანახმად, პლანეტაზე ყველა ადამიანს შორის სულიერი ურთიერთობაა და ისინი მხოლოდ ერთ ღმერთს ცნობენ.


ბაჰაი რელიგიის თერთმეტი დებულება

მსოფლიო რელიგიათა და მათ წყაროთა ღვთაებრივი წარმოშობის აღიარება;


ადამიანის მიერ ჭეშმარიტების ინდივიდუალური ძიება;


რასობრივი, კლასობრივი, ნაციონალური, რელიგიური, პოლიტიკური და სხვა წინააღმდეგობების გადალახვა;


რელიგიისა და სამეცნიერო პროგრესის თანამშრობლობა;


საზოგადო განათლების მნიშვნელობის და აუცილებლობის აღიარება;


ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობა;


მოსახლეობის სიღატაკესთან ბრძოლა;


საერთაშორისო უშიშრობისა და სამართლიანობის პრინციპებზე დაყრდნობით ახალი მსოფლიო ფედერალური სისტემის შექმნა;


მაღალზნეობრივი ცხოვრების პრაქტიკა;


საერთაშორისო ენა;


ახალი სულიერი მსოფლიო ცივილიზაციის შექმნა.



მე-20 საუკუნის ბოლოს ღვთის ერთიანობის, კაცობრიობის და რელიგიათა ერთიანობის დოქტრინამ გამოხმაურება ჰპოვა მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში.



სპირიტუალიზმი


რელიგიური და ფილოსოფიური მიმდინარეობა. ის მოიაზრებს, რწმენას სიკვდილის შემდეგ არსებულ ცხოვრებაზე და მკვდრებთან კონტაქტებს მედიუმების საშუალებით (სპირიტიზმი), მიუხედავად იმისა რომ, მკვდრებთან კომუნიკაციების პრაქტიკა არსებობდა უძველესი დროიდან. სპირიტუალისტები თვლიან რომ მათი მოძრაობა 1848 წლის 31 მარტს ჩამოყალიბდა, როცა გაჩნდა პირველი შეტყობინება, დები ქეითისა და მარგარეტ ფოქსის მიერ სულთან კომუნიკაციის დაამყარების შესახებ. მათ კონტაქტი სახლის ყოფილ პატრონთან ჰქონდათ, სავარაუდოდ მოკლული ასევე ყოფილი სახლის პატრონის მიერ და დამარხული სახლის სარდაფში. 1904 წელს სახლის ნანგრევებში რეალურად აღმოაჩინეს ადამიანის ნაშთები.


თითქმის ასი წლის განმავლობაში მოძრაობა ვითარდებოდა, 1897 წლისთვის ის მოიცავდა 8 მილიონამდე მიმდევარს (მხოლოდ აშშ-ში და ევროპაში). პიკს კი პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მიაღწია, ХХ საუკუნის მეორე ნახევარში სპირიტუალიზმა თანდათან დაკარგა პოპულარობა.


კაო დაი-წარმოიშვა მე-20 საუკუნის დასაწყისში. სახელი 'კაო დაი' სიტყვასიტყვით ნიშნავს 'მაღალ კოშკს' ან 'მაღალ ადგილს' და აღნიშნავს რწმენას, რომ მისი წევრები უფრო ახლოს არიან ღმერთთან, ვიდრე სხვა ადამიანები. Cao Dai ზოგჯერ ასევე მოიხსენიება როგორც 'დიდი რწმენა', 'უზენაესი ჭეშმარიტება' ან უბრალოდ 'გზა'. Cao Dai დაფუძნებულია აღმოსავლური და დასავლური რელიგიების სინკრეტულ ნაზავზე, მათ შორის ბუდიზმი, ტაოიზმი, კონფუციანიზმი, ქრისტიანობა, ისლამი და სპირიტიზმი (რწმენა, რომ მიცვალებულებთან კომუნიკაცია შესაძლებელია). მის მიმდევრებს სწამთ უზენაესი ღმერთის არსებობა, რომელსაც ისინი უწოდებენ 'დიდად მოწყალე და მოწყალე ზეციურ უფალს'. კაო დაი ასწავლის, რომ ყველა რელიგია თანაბრად სწორი გზაა ხსნისკენ და რომ თითოეული ადამიანი უნდა მიჰყვეს რელიგიას, რომელიც საუკეთესოდ შეესაბამება მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს. კაო დაის აქვს კათოლიკური ეკლესიის იერარქიული სტრუქტურა, სადაც მღვდლები, ეპისკოპოსები, კარდინალები და პაპი არიან (მოხსენიებული, როგორც 'წმინდა საყდარი'). რელიგიას ასევე აქვს საკუთარი კალენდარი (მთვარის ციკლზე დაფუძნებული), წმინდა წიგნები (კონფუცის და ლაო ძის ტექსტების ჩათვლით) და ტაძრები. 1926 წელს დაარსების დღიდან Cao Dai-მ მილიონობით მიმდევარი მიიზიდა ვიეტნამში და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ნაწილებში. ის რჩება ვიეტნამის ერთ-ერთ უმსხვილეს რელიგიურ ორგანიზაციად, მიუხედავად ფრანგი კოლონიალისტებისა და კომუნისტური მთავრობების მხრიდან ინტენსიური დევნის პერიოდებისა.



ზოროასტრიზმი

ირანული წარმოშობის დუალისტური რელიგია, წარმოადგენდა ოფიციალურ რელიგიას სასანიანთა იმპერიაში.ასევე მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სპარსეთის აქემენიანთა და პართთა იმპერიებში.


ზარათუშტრა ცხოვრობდა ძვ. წ. VII-VI საუკუნეებში. თუმცა პლატონი მას ძვ. წ. 64-ე საუკუნეს მიაკუთვნებს. ზარათუშტრამდე მაზდეანობა გავრცელებული იყო სპარსელების წინაპარ არიელებში. ზარათუშტრამ მისცა საბოლოო სახე მოძღვრებასა და ღვთისმსახურების წესებს. მას მიაწერენ გათას პოემების კრებულს, რომელიც მის მიმდევართა მიერ ზეპირსიტყვიერებით შემონახულ იქნა საუკუნეების განმავლობაში, ხოლო პართიელთა და სასანიდთა პერიოდში ავესტა (რომლის მთავარი ნაწილი გათასი იყო) ხელნაწერებში იქნა გადატანილი.


ზოროასტრიზმის მიმდევართა გეოგრაფიული არეალი ერთ დროს ანატოლიიდან სპარსეთის ყურემდე იყო გადაჭიმული და მათი რიცხვი მილიონებს შეადგენდა. მისი მიმდევრები დღეს სამხრეთ აზიაში, ირანსა და ამ ხალხთა უცხო ქვეყნების დიასპორაში არც ისე მრავალრიცხოვანია, თუმცა რელიგია დღესაც ცოცხალი და დინამიურია. ის შეცვლილი სახითაა შემორჩენილი ინდოეთში, სადაც არსებობს ფასების სექტა, ასევე ირანში გებრების სექტა. ზოროასტრიზმის ელემენტებს შეიცავს ეზიდების რელიგიური პრაქტიკაც.


ზოროასტრიზმში უმაღლესი ღვთაებაა აჰურა მაზდა. მას დასაბამიდანვე უპირისპირდება ბოროტების და წყვდიადის მეუფე აჰრიმანი. ბოროტებას და სიკეთეს შორის ეს დაპირისპირება მსოფლიოს განვითარების და ცივილიზაციის საფუძველია. აჰურა მაზდას გვერდით დგანანნ კეთილი ძალები მითრა, რომელიც აჰურა მაზდას შვილია, ციდან ჩამოვიდა და კაცის სახე მიიღო, ასევე კეთილი ანგელოზები ― აზატები. აჰრიმანთან არიან ბოროტი სულები: დევები და ეშმაკები. აჰურა მაზდას სიმბოლოა ცეცხლი. მაზდეანურ ტაძრებში, ათეშგებში, მუდმივად ენთო ცეცხლი საკურთხევლის წინ. არსების სერიით (ფუნქციითა და სტატუსით ანგელოზთა მსგავსად), რომლებიც აჰურა მაზდას (უზენაესი არსება) თანმხლები არიან და ქმნიან კეთილისმყოფელ შვიდეულს და მეორე ბოროტი და დესტრუქციული შვიდეულით. სწორედ ეს დაუსრულებელი კონფლიქტი ბოროტსა და კეთილს შორის განასხვავებს ზოროასტრიზმს სხვა მონოთეისტური მოძღვრებებისგან, რომელთაც მხოლოდ ერთი უზენაესი ძალა გააჩნიათ.

0
124
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0