საქართველო დავით ქართველიშვილი აშშ-ს საელჩოს განცხადებას ეხმაურება 4 ოქტომბერი, 16:30 არ მოგეშვებით ჩემი კეთილი რჩევებით. ეს ტექსტი თქვენს მოქალაქეებს საკუთარ ქვეყანაში გადაუგზავნეთ. მე 2023 წლის სტატისტიკას შეგახსენებთ და ძალიან არ მინდა 2024 წლის 5 ნოემბრის შემდეგ თქვენ ამ კომპონენტში სისხლიანი რეკორდები მოხსნათ.
The Washington Post-ის ინფორმაციით, 2023 წელს შეერთებულ შტატებში სულ მცირე მსხვერპლით დასრულებული 38 მასობრივი ინციდენტი მოხდა. გამოცემა ტერმინს „მასობრივი მკვლელობები“ იყენებს იმ ინციდენტების მიმართ, როდესაც ოთხი ან მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის თავდამსხმელების ჩათვლით. 2023 წელს ასეთი ეპიზოდების საერთო რაოდენობამ 38 შეადგინა, წინა რეკორდი კი ერთი წლით ადრე დაფიქსირდა - მაშინ ქვეყანაში მსხვერპლით დასრულებული 36 მასობრივი თავდასხმა მოხდა.
2023 წელს შეერთებულ შტატებში სროლების შედეგად სულ მცირე 197 ადამიანი დაიღუპა და 91 დაშავდა. უკანასკნელ 17 წელიწადში მსგავს ვითარებაში დაღუპულთა რიცხვმა აშშ-ში უკვე 2423-ს მიაღწია. ჩვენ, ტოლერანტულ, ფაშისტური რეჟიმისგან გათავისუფლებულ ქართველებს ძალიან კარგად გვესმის ადამიანის სიცოცხლის და მშვიდობის ფასი. ასევე კარგად გვესმის თქვენი მინიშნებებიც და "თვალის ჩაპაჭუნებაც" - თუ თქვენ არ ჩაერევით ქვეყნის საშინაო საქმეებში, თქვენს მოქალაქეებს 26 ოქტომბერს საქართველოში საფრთხე არ დაემუქრება. რაც შეეხება 5 ნოემბრის შემდგომ თქვენს ქვეყანას - იქ სიფრთხილე ნამდვილად გმართებთ.'-ასე ეხმაურება ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი პარტია "ხალხის ძალიდან" ამერიკის საელჩოს განცხადებას.
ცნობისათვის აშშ-ის საელჩოს სკანდალური იმეილი გაუგზავნა საკუთარ მოქალაქეებს: „მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ სიფრთხილე საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით დიდი მასების შესაძლო შეკრების ან საპროტესტო აქციების მიმართ“
81 3-ს მოსწონს
|