ასტროლოგია მათთვის, ვისაც ჰგონია რომ ვეღარასოდეს გათხოვდება 2012, 21 ოქტომბერი, 23:14 30 + ანუ როცა სატურნი ბრუნდება ყველაფერი დამთავრდა... თუ ყველაფერი ახლა იწყება? რამოდენიმე დღის წინ, შემთხვევით შევესწარი ორი ძველი მეგობრის ჭორაობას. საუბარი ეხებოდა მესამეს.. ვინმე ქეთას, ლამაზ, ჭკვიან, წარმატებულ და მარტოხელა ქალს, რომელმაც უკვე 30-ს გადააბიჯა, საღამოებს ჯერაც კომპიუტერის გარემოცვაში, ფეისბუქ-სამეგობროს წრეში ატარებს და საერთოდ არ ფიქრობს იმაზე რომ... ნუ მოკლედ, თავად მიხვდებით ამ წინადადების საბოლოო აზრს. დამეთანხმებით ასეთი ”ქეთა” თქვენს სანაცნობო წრეშიც ბევრი იქნება.. ადამიანს რომელსაც ერთი შეხედვით ყველაფერი აქვს საიმისოდ რომ იპოვნოს მეორე ნახევარი, შექმნას ოჯახი, გააჩინოს და გაზარდოს შვილები.. მოკლედ აღასრულოს ის ”ჭეშმარიტი მოვალეობა” რომელიც ოდითგანვე ქალს ეკისრება, ვერაფრით უპოვნია ”მისი ჭკუის” მამაკაცი... არა და არ უმართლებს სიყვარულში.. ერთ წარუმატებელ რომანს მეორე ცვლის.. მეორეს მესამე.. და სადაცაა ხელის ჩაქნევის დროც მოდის ფრაზით ... ” ამ კაცებს მე ვერაფერი გავუგე” სტოპ! სტოპ! სტოპ! ხელის ჩაქნევას ნუ იჩქარებთ.. მინიმუმ სანამ ამ სტატიას ბოლომდე წაიკითხავთ მაინც რატომ? რატომ და იმიტომ, რომ თქვენ ცხოვრებაში ზუსტად ახლა დადგა დრო, როცა სატურნი ბრუნდება და ხელის ჩაქნევის მიზეზიც, ყველაზე ნაკლებად სწორედ ახლა გაგაჩნიათ... მოკლედ, სანამ ასტროლოგიის რთულ ლაბირინთებში ძვრომიალს გასწავლიდეთ, უბრალო გასაგები ენით რომ აგიხსნათ სატურნის გავლენა ადამიანზე ისევე მოქმედებს როგორც მკაცრი, მაგრამ მოსიყვარულე მშობლის ზრუნვა. იგი ათასგვარი სახის გამოცდებს და სირთულეებს გვიწყობს, საიმისოდ რომ ჩვენში სრულფასოვანი პიროვნება ჩამოყალიბდეს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სატურნი ნელა მოძრავი პლანეტების რიცხვს განეკუთვნება და იგი ერთი ციკლის გავლას დაახლოებით 29, 5 წელს ანდომებს, ადამიანის პირად კოსმოგრამაში, მისი ახალი ციკლის დასაწყისი სადღაც 29-32 წლის ასაკში უნდა დადგეს. ამიტომ ხდება ხოლმე, რომ მანამ სანამ თქვენი სატურნი ”მეორე წრეზე” წავა და ზოდიაქოს პირველ სახლს შტურმით დაიკავებს, მას წინა ციკლის მსვლელობისას ზოდიაქოს თორმეტივე სახლის გავლა უწევს, რაც შესაბამისად თქვენ ცხოვრებაში არაერთი საგამოცდო პერიოდისა და განსაცდელის გამოვლენას გულისხმობს. მათ შორისაა წარუმატებელი ურთიერთობებიც, რომლის დასრულების შემდეგაც, ტკივილთან ერთად, ჩვენ ახალ და ახალ გამოცდილებას ვიძენთ, სანამ არ დადგება მე-12 სახლი, მივუკაკუნებთ 30-ს და სადღაც გულის სიღრმეში ვიტყვით...”ეჰ, ვერ გავუგე მე ამ კაცებს ვერაფერი...” მაგრამ, ნუ იჩქარებთ მეთქი დასკვნების გამოტანას!.. აცალეთ, თქვენი სატურნი ხომ ხელახლა ”იბადება” ზოდიაქოს პირველ ანუ ვერძის სახლში.. ასე, რომ სიახლეების დროა გოგოებო! დაელოდეთ, სწორეთ თავისი პირველი ”დიდი დაბრუნების” პერიოდში იწვევს ეს მკაცრი მასწავლებელი ძირეულ ფსიქოლოგიურ და ემოციურ ცვლილებებს ჩვენში, რომელიც ძირითადად პირად ცხოვრებას და პარტნიორულ ურთიერთობას ეხება. აქედან გამომდინარე პერსპექტივა იმისა, რომ სატურნი თქვენ ცხოვრებაში სულ სხვა სახის ურთიერთობებს მოიტანს ძალზე დიდია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ აქამდე ყველა რომანი რბილად რომ ვთქვათ ”ფატალური წარუმატებლობით” მთავრდებოდა, ხოლო მათთვის ვინც უკვე იმყოფება ქორწინებაში სატურნი ”ვარდისფერი სათვალეების მოხსნის” პერიოდს დააყენებს და გაიძულებთ კარგად გადაამოწმოთ ოჯახური ურთიერთობების სიმყარე. მაგრამ ამაზე სხვა დროს, ახლა დავუბრუნდეთ იმათ ვის ცხოვრებაშიც სატურნის კეთილგანწყობის პერიოდი დადგა ან დგება.. არ გაგიკვირდეთ, თუ სატურნის პირველ სახლში მოხვედრის შემდეგ, თქვენში ფასეულობების გადაფასება მოხდება. მოიმატებს პასუხისმგებლობის გრძნობა, სერიოზულობა, გაცილებით უფრო წინდახედული და თავდაჯერებული გახდებით.. და რაც ყველაზე, ყველაზე მთავარია პირად ურთიერთობაში ნაკლებად გაიმეორებთ იმ შეცდომებს რამაც აქამდე თქვენი არაერთი რომანი იმსხვერპლა..შესაბამისად, ცნობიერების უფრო მაღალ დონეზე ასვლის საფასურად სატურნი ცხოვრების გზაზე სრულიად განსხვავებული აზროვნების და მენტალიტეტის (სავარაუდოდ ძველი თაყვანისმცემლებისგან რადიკალურად განსხვავებულ!) პარტნიორსაც შეგახვედრებთ, რომელთან ურთიერთობისთვისაც თქვენი ამდენხნიანი ”სატურნული საგამოცდო” მარათონი ნამდვილად ღირდა! 1339 4-ს მოსწონს 1-ს არა
|