x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
5 ანთების საწინააღმდეგო სასმელი, რომელიც სურდოსგან დაგიცავთ
გემრიელი სასმელი შესანიშნავი მეთოდია საკუთარი თავის გასახარებლად. მაგრამ ზოგიერთი სასმელი შეიძლება იყოს არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ძალიან სასარგებლო იმუნიტეტისთვის.



image



შემოდგომაზე, როცა აცივება იწყება, ჯანმრთელობაზე ზრუნვა და იმუნიტეტის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. რამდენიმე მარტივი და ნაცნობი სასმელი ამ საქმეში უფრო ძლიერ დაგეხმარებათ, ვიდრე ელოდებით. თერაპევტი ბენ კარვოსო გვიზიარებს 5 ყველაზე ეფექტურ სასმელს.



წყალი

image




წყალი ერთადერთი სასმელია, რომელსაც ნამდვილად აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. დატენიანება ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი ტოქსინების გამოდევნას და სახსრების შეზეთვას, რაც ანთების შემცირებას ეხმარება. მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ სცადოთ რამდენიმე სხვა სასმელი, რომელსაც ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.



მწვანე ჩაი

image



ალბათ, მწვანე ჩაიზე უკვე გსმენიათ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასმელია, რომელიც ანთებას ამცირებს. კვლევამ აჩვენა, რომ მწვანე ჩაის ნამდვილად ასეთი ეფექტი აქვს. ჩაი სწორად უნდა მოადუღოთ სასურველი ეფექტის მისაღებად. ჩაის პაკეტი მდუღარე წყალში არა მხოლოდ უნდა ჩადოთ, არამედ დააყენოთ დალევამდე. სასმელში არ უნდა დაამატოთ შაქარი, თუ ჯანმრთელობისთვის სარგებლის მისაღებად სვამთ.



ბროწეულის წვენი

image



კიდევ ერთი რამ, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, როდესაც ეძებთ ანთების საწინააღმდეგო მოქმედების სასმელს, ანტიოქსიდანტია. ის ებრძვის ჟანგვით სტრესს და ასე ორგანიზმში ანთებას ამცირებს. ბროწეულის წვენი ანტიოქსიდანტებით მდიდარი ერთ-ერთი სასმელია.



იგი ასევე შეიცავს პუნიკალაგინის ნაერთს, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები. თუ ბროწეული არ გიყვართ, შეგიძლიათ აირჩიოთ სხვა სასმელები, რომლებიც მოიცავს ანტიოქსიდანტებს - ეს არის ყურძნის წვენი, ყავა ან წითელი ღვინო, მაგრამ ზომიერად.



სასმელი კურკუმით

image



ნარინჯისფერი სანელებელი შეიძლება იყოს შესანიშნავი დანამატი სასმლისთვის, რადგან კურკუმა შეიცავს კურკუმინს, მცენარეულ ნაერთს, რომელსაც ანთების შემცირება შეუძლია. შემოდგომაზე ოქროს რძე შეგიძლიათ მოამზადოთ. ეს არის ტრადიციული ინდური სასმელი (თბილი რძის, კურკუმას და სხვა სანელებლების ნარევი). არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ ძალიან გემრიელია.



კოჭის ჩაი

image



ამ სიაში კოჭის დავიწყება უბრალოდ შეუძლებელია. თუ მწვანე ჩაი არ გიყვართ, მის ნაცვლად კოჭის ჩაი შეგიძლიათ დალიოთ და ეს ცუდი ვარიანტი არ იქნება.



ასევე დაგაინტერესებთ:

იცით, რატომ უწოდებენ პიტნას ქალების მცენარეს და რა საფრთხეს შეიცავს კაცებისთვის?

ვისთვის არის აკრძალული კურკუმას მიღება

რა არის კომბუჩა და როგორ მოვამზადოთ. მისი მიღება რეკომენდებულია

8 მეთოდი, როგორ გაწმინდოთ წყალი, თუ საყოფაცხოვრებო ფილტრი არ გაქვთ

ძლიერი ნაყენი-ანტიბიოტიკი, რომელიც ორგანიზმში ყველა ინფექციას კლავს. ამერიკელი ექიმის რეცეპტი


0
43
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
43