x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რა სურთ კატებს და რას ელიან ისინი ჩვენგან?

ყველას ყოველთვის რაღაც გვაკლია... და არა მარტო ჩვენ. კატებსაც ხშირად უწევთ ლოდინი. ეს შეიძლება საჭმელი, მზე, გაზაფხული იყოს. მაგრამ, ყველაზე ხშირად, ეს ფუმფულა არსებები, პატრონთან დროის გატარების მოლოდინში არიან...

მართალია, ისინი თავს გულგრილებად გვაჩვენებენ და თავი ისე უჭირავთ, თითქოს, საერთოდ არ გველოდებიან... მაგრამ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამ ნიღბის უკან, მათი ჩვენდამი სიყვარული იმალება?! და ეს მხოლოდ უსაფუძვლო ეჭვი არ არის...

მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ ვის უფრო მეტად უყვარს პატრონი — კატას, თუ ძაღლს? «რამდენიმე პატარა კვლევამ აჩვენა, რომ, როდესაც ადამიანი თავის ძაღლს ეთამაშება, პატრონის და ძაღლის ორგანიზმში ოქსიტოცინის ჰორმონი გამომუშავდება, რომელიც სიყვარულის მთავარი ჰორმონი ძუძუმწოვრებში. მას ტვინი მაშინ გამოიმუშავებს, როდესაც ადამიანი ვიღაცაზე ზრუნავს და მაშინაც, როდესაც ის მისთვის საყვარელ ადამიანებს, ოჯახის წევრებს, მეუღლეს ან შვილს ხედავს. ადამიანის ორგანიზმში ასეთ დროს, ოქსიტოცინის დონე 40–60%-მდე იზრდება». — ამბობს კვლევის ავტორი, პოლ ზაკი.
ხდებოდა, თუ არა, ამ ჰორმონის გამომუშავება შინაური ცხოველების ორგანიზმში, აქამდე უცნობი იყო. და აი, მეცნიერებმა შედარებითი ტესტები ჩაატარეს:
10 კატას და 10 ძაღლს ნერწყვის ანალიზი გაუკეთეს, პატრონთან 10 წუთიანი თამაშის წინ და თამაშის შემდეგ. როგორც გაირკვა, თამაშის შემდეგ, ძაღლის ორგანიზმში ოქსიტოცინის დონე 57, 2%-მდე იზრდება, ხოლო კატების ორგანიზმში — მხოლოდ 12%-მდე, ანუ თითქმის 5-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ძაღლების შემთხვევაში!
მეცნიერების თქმით, ისინი სასიამოვნოდ გაკვირვებულები, ორი რამით იყვნენ: ჯერ ერთი, იმით, რომ ოქსიტოცინის დონე ძაღლებს ასეთი მაღალი ჰქონდათ და მეორე — რომ კატებს, ის საერთოდ გააჩნდათ, რადგან გავრცელებული აზრის თანახმად, კატებს საერთოდ არ უყვართ ადამიანები. ჩატარებულმა ექსპერიმენტმა კი დაამტკიცა, რომ ეს ასე არ არის.
რაც შეეხება სხვაობას კატებისა და ძაღლების ემოციებს შორის, სავარაუდოდ, იმით აიხსნება, რომ ადამიანმა ძაღლი ბევრად უფრო ადრე მოაშინაურა, ვიდრე კატა. გენეტიკური კვლევის თანახმად, ძაღლების მოშინაურების პროცესი 30 000 წლის წინ დაიწყო, ხოლო კატების – დაახლოებით, 10-12 ათასი წლის წინ, ანუ თითქმის, 20 000 წლით გვიან.


ყურადღების მოლოდინშიimage


სევდის გავლის მოლოდინშიimage


გაზაფხულის მოლოდინშიimage


კარგი განწყობის მოლოდინშიimage


ლოდინის დაწყების მოლოდინშიimage


თოვის შეჩერების ლოდინშიimage


ლოდინიimage


საკუთარი თავის მოლოდინშიimage


შთაგონების მოლოდინშიimage


იდეების მოლოდინშიimage


გაზრდის მოლოდინიimage


სითბოს გაზიარების შესაძლებლობას მოლოდინშიimage


თავგადასავლების მოლოდინშიimage


მოფერების მოლოდინშიimage


ზღაპრის მოლოდინშიimage


გაზაფხულის სურნელის მოლოდინიimage


ახალი ყავის მოლოდინშიimage


ახალი წლის მოლოდინშიimage


გასეირნების მოუთმენელი მოლოდინიimage


სიზარმაცის გავლის მოლოდინიimage


გათენების მოლოდინიimage


გაგების მოლოდინიimage


მეთევზეების მოლოდინიimage


როდესაც რამის ლოდინი საჭირო არ არის...image


P. S. აქ კატების ლოდინის რეჟიმის სხვადასხვა შესაძლო მიზეზია მოყვანილი, მაგრამ რეალურად, ისინი ყოველთვის ჩვენს მოლოდინში არიან...


imageარხის სხვა სიახლეები:


* 5 ყველაზე გავრცელებული მითი გველების შესახებ

* ფოტოსურათები რუბრიკიდან – "შემთხვევითი ფოტო"

* 20 დაუჯერებლად დიდი ჯიშის ცხოველის ფოტო

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
125
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
125
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0