x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139026
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512592
ჯანსაღი ძილი - რამდენი ხანი უნდა ეძინოს სხვადასხვა ასაკის ადამიანს?
თუ დილით დაღლილი იღვიძებთ და ფიქრობთ, რომ შემდეგ ჯერზე ადრე უნდა დაიძინოთ, მთლად ასე არ არის. ძილის მოთხოვნილებები შეიძლება განსხვავდებოდეს ზოგადად მიღებული ნორმებისგან. ყველაფერი დამოკიდებულია ასაკზე და ინდივიდუალურ ბიორიტმზე. უფროსებისა და ბავშვებისთვის რეკომენდებულია ძილის სხვადასხვა დროს.



image



ძირითადად, ზრდასრულ ადამიანს 7-8 საათი ძილი სჭირდება, მაგრამ ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ უნდა გავითვალისწინოთ ძილის ციკლი და არა დრო. ძილის ციკლი 1, 5 საათი გრძელდება. ამ დროში ორგანიზმი გადის ძილის 5 სტადიას.



1. ზედაპირული ძილი, რომელიც კუნთების აქტივობას ანელებს.


2. სუნთქვის და გულისცემის შენელება.

3. ღრმა ძილი.

4. ძალიან ღრმა ძილი.

5. თვალის სწრაფი მოძრაობა და სიზმრები.



ბევრი ამბობს, რომ თუ ამ ციკლებს არ შეწყვეტთ, მეორე დღეს არ შეგაწუხებთ დაღლილობა იმის მიუხედავად, რამდენ ხანს გეძინათ.



ძილის რეკომენდებული დრო სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის

image



ახალშობილი (0 - 3 თვე): 14 - 17 საათი

ჩვილი (4 - 11 თვე): 12 - 15 საათი

ბავშვი (1 - 2 წელი): 11 - 14 საათი



image



სკოლამდელი ასაკის ბავშვი (3 - 5 წელი): 10 - 13 საათი

სკოლის მოსწავლე (6 - 13 წელი): 9 - 11 საათი

მოზარდი (14 - 17 წელი): 8 - 10 საათი



image



ახალგაზრდა (18 - 25 წელი): 7 - 9 საათი

ზრდასრული (26 - 64 წელი): 7 - 9 საათი

მოხუცი (65 + წელი): 7 - 8 საათი



image



მეცნიერებმა შექმნეს ძილის კალკულატორიც, რომლითაც ნებისმიერს შეუძლია გამოთვალოს, რომელ საათზე სჯობს დაიძინოს და ადგეს. ეს კალკულატორი ითვალისწინებს დღის რიტმებს და მათ დაყრდნობით აჯამებს ძილის 5-6 ციკლს, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ასე რომ, მნიშვნელობა არ აქვს, დაიძინებთ თუ არა ჩვეულ დროზე ერთი საათით ადრე. ძილის დროს სწორი დასვენება ეფუძნება მხოლოდ ორგანიზმის ბუნებრივ რიტმებს, რომელიც ყველასთვის ინდივიდუალურია.



ასევე დაგაინტერესებთ:

თუ ღამე ამ დროს გეღვიძებათ, შეიძლება პრობლემები გქონდეთ, ეს სერიოზულია!

თქვენ მოგდით ნერწყვი როცა გძინავთ? თუ კი, იღბლიანი ხართ!

იცით თუ არა, რომ ჭამის შემდეგ ძილიანობა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის ნიშანია?

იცით, რატომ არის საზიანო წამოწოლილი ნოუთბუქთან მუშაობა?

რა ემართება ჩვენს ტვინს, როცა თვალის გახელისთანავე ვამოწმებთ სოციალურ ქსელებს?


0
89
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
89