x
მეტი
  • 04.12.2024
  • სტატია:138651
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512291
რატომ უნდა ჩაალბოთ კაკალი წყალში: ამის შესახებ ერთეულებმა იციან
თურმე, ბევრი ადამიანი კაკალს წყალში ალბობს ჭამამდე. ნამდვილად საჭიროა ამის გაკეთება და აქვს რაიმე შედეგი?



image



კაკლის ჩალბობის სხვადასხვა მიზეზი არსებობს, მაგრამ მთავარია კაკალში ფიტინის მჟავის არსებობა. თუ კაკალს მოხმარებისთვის არ მოამზადებთ, მასში შემავალი ვიტამინები ვერ გაიღვიძებს. თუ აქამდე ასე არ აკეთებდით, ცდა ნამდვილად ღირს!



კაკლის ჩალბობის ძირითადი მიზეზები



რეცეპტისთვის

image




ბევრი რეცეპტი მოითხოვს კაკლის წინასწარ ჩალბობას, რადგან ასე პროდუქტი რბილდება და მასთან მუშაობა მარტივდება. მაგალითად, თუ გსურთ მოამზადოთ უმი კაკლის რძე.



გემოს გასაუმჯობესებლად

ჩალბობის შემდეგ კაკლის გემო უმჯობესდება. მაგალითად, ნიგვზიდან მწკლატრე გემო ქრება. წყალში ჩალბობისას ტანინები ირეცხება და კაკალი რბილი და ცხიმიანი ხდება.



ჭუჭყის მოსაშორებლად

image



20 წუთი ჩალბობა საკმარისია, რომ წყალი ყავისფერი გახდეს. რამდენიმე საათის შემდეგ მტვრის და სხვა ნარჩენების ძირითადი ნაწილი წყალში მოხვდება, ხოლო კაკლის გემო სასიამოვნო გახდება.



ჯანმრთელობისთვის

კაკლის ჩალბობის კიდევ ერთი უპირატესობაა ფერმენტების აქტივობის გაზრდა და საკვები ნივთიერებების უკეთ ათვისება. ჩალბობის დროს კაკალი იწყებს გაღივებას, რაც ზრდის მის კვებით პროფილს.



რამდენ ხანს უნდა ჩაალბოთ კაკალი?

image



ჩალბობის დრო კაკლის სახეობაზე დამოკიდებულია. ნუშს 12 საათი ჩალბობა სჭირდება, ნიგოზს - 8-12 საათი, მიწისთხილს და თხილს - 8 საათი.



მარტივი ინსტრუქცია კაკლის სწორად ჩასალბობად:

image



კაკალი თასში მოათავსეთ, თბილი წყალი დაასხით ისე, რომ კაკალი მთლიანად დაიფაროს;

დაუმატეთ მარილი. 1 ჩაის კოვზი მარილი 140 გრამზე. კარგად აურიეთ;

თასს თავსახური დააფარეთ და მთელი ღამე ან მითითებული დროით გააჩერეთ;

შემდეგ წყალი გადაასხით და კაკალი კიდევ ერთხელ გარეცხეთ;

გამოყენებამდე კაკალი გაამშრალეთ;



ასევე დაგაინტერესებთ:

სასარგებლო პროდუქტები, რომელთა დახმარებით კუჭს ადვილად მოატყუებთ

ზეთისხილში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც დაგეხმარებათ წონის დაკლებაში

კიტრი-პომიდვრის სალათა ჯანმრთელობისთვის საშიშია და საქმე ნიტრატებში არ არის

ქოლესტერინის მოთვინიერება: 40 საუკეთესო პროდუქტი ქოლესტერინის დონის შესამცირებლად

რატომ ამატებენ მექსიკელები რეჰანს ყველაფერში: საიდუმლო k ვიტამინშია


0
1516
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1516