საქართველო
დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე გახდა
2012, 21 ოქტომბერი, 17:03
დღეს 21 ოქტომბერს რიგით მე-8 მოწვევის პარლამენტის სხდომა გაიმართა. სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილებით, პარლამენტის ახალ თავმჯდომარედ დავით უსუფაშვილი დასახელდა და ის 88 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დაამტკიცეს ამ თანამდებობაზე.