x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„სალომე პრეზიდენტად ნიკას შეწყალების შემდეგ ვაღიარე, რადგან....“ – ნანუკა ჟორჟოლიანი
image

.

პოპულარული ქართველი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოცქსელში წერს:

.


“სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტად, ნიკას შეწყალების შემდეგ ვაღიარე და იმიტომ კი არა, რომ ჩემი მეგობარი შეიწყალა, იმიტომ რომ აღმოაჩნდა ქართულ პოლიტიკაში დეფიციტური თვისება, პირად წყენებზე მაღლა დადგა.

.

ამ თვისების დანახვამ გამიჩინა განცდა, რომ ის ყველას პრეზიდენტია. თუ პოლიტიკოსს პირად წყენაზე, ემოციაზე, ბრაზზე, მაღლა დგომა არ შეუძლია, ქვეყნის სათავეში მოსვლის უფლება არასოდეს უნდა მიეცეს. ამ თვისების დეფიციტი დღევანდელ ოპოზიციაშიცაა და გუშინდელ ხელისუფლებაშიც. ქართულ ოცნებაზე საერთოდ არც ვლაპარაკობ.

.

თუ გვინდა დამთავრდეს ჩემიანი და მისიანი, თუ გვინდა გყვავდეს მთავრობა, რომელსაც ექნება განცდა რომ ყველასია, მისი მაგინებლისაც კი, ამ თვისებაზე უნდა დავტესტოთ.

თუ ბიძინას დამარცხების ფორმულა კოალიციებია, ცალკე, ერთად, რა ერთობაც იქნება ეფექტური და ამას დაშლის ვინმე, პირადი ემოციის გამო, ხმა არასოდეს მისცეთ. პოლიტიკაში, უპატიებელი მხოლოდ სამშობლოს ღალატია. და როცა სამშობლოს მოღალატეებს გამარჯვების შანსს აძლევ შენი ეგოს გამო, შენი ადგილი პოლიტიკაში არაა. ეხება ყველა პოლიტიკოსს, რომლისთვისაც გამარჯვებაზე მნიშვნელოვანია “მე”. -- წერს ნანუკა.

.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" დამფუძნებელი ნიკა გვარამია 2023 წლის 22 ივნისს შეიწყალა.

ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.

.

„დღეს მოვაწერე ხელი ნიკოლოზ გვარამიას შეწყალების აქტს. ეს გადაწყვეტილება მივიღე იმის შემდეგ, რაც 19 ივნისს ამოიწურა ყველა სამართლებრივი საფეხური, როცა უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო განსახილველად საკასაციო სარჩელი. ამ გადაწყვეტილებაზე მე არ ვაპირებ რაიმე ახსნა-განმარტება გაგიზიაროთ, რამეთუ ეს არის ჩემი დისკრეციული უფლება, რომელსაც ვიყენებ დღეს. მინდა, მხოლოდ ის გაგახსენოთ, რაც ასევე ევროპარლამენტში, ბრიუსელში ვთქვი: ასეთი გადაწყვეტილება, პრეზიდენტის დისკრეციული უფლება არ ექვემდებარება ვინმეს ზეწოლას, რჩევას, რეკომენდაციას თუ სხვა ტიპის მუქარას, რომ „ამას თუ არ იზამთ, ის მოხდება, იმას თუ არ იზამთ, ეს მოხდება“. ეს არის გადაწყვეტილება პრეზიდენტის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

0
29
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
29
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0