სხვა კოპირებულია აშშ-დან – საბჭოთა ხალხის საყვარელი პროდუქტები, რომელიც სსრ კავშირმა ამერიკიდან გადმოიღო 20 სექტემბერი, 9:12 სსრ კავშირის კვების მრეწველობის სახალხო კომისრის ანასტას მიქოიანის წყალობით, ქვეყანაში ახალი, ან სახეცვლილი პროდუქტები გაჩნდა. ის ეძებდა ხერხებს, რომ უზარმაზარი სახელმწიფო სწრაფად და გემრიელად გამოეკვება... და იპოვა კიდეც. ხოლო, ყველასთვის ცნობილი «საბჭოთა რეცეპტები», სსრ კავშირში მოგონილი, ნამდვილად არ იყო. მაგ., შესქელებული რძე, ნაყინი «ესკიმო», კონსერვები და ა. შ. – ამერიკული იყო. აქ სწორედ ამ პროდუქტებზე მოგიყვებით: შესქელებული რძე ამერიკაში თუნუქის ქილებში დაკონსერვების მეთოდი, ჯერ კიდევ 1825 წ. დააპატენტეს. ხოლო, შესქელებული რძის წარმოება 1858 წ. დაიწყეს. თუმცა, ამ პროდუქტის რეცეპტი, ამერიკას კი არა, საფრანგეთს ეკუთვნოდა. 1937 წ. მიქოიანმა ამერიკიდან კონსერვირების ტექნოლოგიები ჩამოიტანა, ხოლო 1939 წ. საბჭოთა მაღაზიებში შესქელებული რძეც გამოჩნდა. ნაყინი «ესკიმო» ეს ნაყინი აშშ–ში, გასული საუკუნის 20–იან წლებში გამოიგონეს და მას – «Eskimo Pie» დაარქვეს. ხოლო, სსრ კავშირში, ჯოხზე წამოცმულ ნაყინს – უბრალოდ, – «ესკიმო» დაარქვეს. სოსისი და ძეხვი «დოქტორსკი» ხორცისგან სხვადასხვა სახის ნაწარმს, სსრ კავშირში, მიქოიანის აშშ–ში გამგზავრებამდეც აწარმოებდნენ. მაგრამ, სახალხო კომისარმა ამერიკიდან უცხოური მოწყობილობები ჩამოიტანა, რომელიც, კვების მრეწველობაში, როგორც ძველი, ისე ახალი რეცეპტების გამოყენების საშუალებას იძლეოდა. პომიდვრის წვენი ყველაზე მეტად, ამერიკაში, მიქოიანი ხილის წვენების ხელმისაწვდომობამ და მრავალფეროვნებამ აღაფრთოვანა. ამიტომ, სსრ კავშირში, იაფიანი ხილით და ბოსტნეულით წვენების წარმოების დაწყება გადაწყდა. ასე გამოჩნდა მაღაზიებში პომიდვრის, შემდეგ კი, ვაშლის, მსხლის, სტაფილოს და სხვა წვენები. სიმინდის ფანტელები სოუსები ცნობილი მაიონეზი და კეტჩუპიც, სსრ კავშირში, მიქოიანის საზღვარგარეთ მოგზაურობის წყალობით გაჩნდა. მაიონეზი «პროვანსული» სახალხო კომისარმა ჩიკაგოს გამოფენაზე ნახა. ჰამბურგერი სწრაფი ლანჩის ამერიკული იდეა, სსრ კავშირში გადააკეთეს. ადგილობრივი «ფასტ–ფუდი» კატლეტისგან და 2 ნაჭერი პურისგან შედგებოდა. შემდეგ კი, ფუმფულა ფუნთუშებიც გამოჩნდა და გემრიელმა და ნოყიერმა პროდუქტმა, ხალხში პოპულარობა სწრაფად მოიპოვა. პური სსრ კავშირში, ამერიკული ტექნოლოგიებით აღჭურვილი 178 პურის ქარხანა გასული საუკუნის 30–იანი წლების ბოლოს ააშენეს. მანამდე პურს ხელით აცხობდნენ, პროდუქტი კი, ერთფეროვანი იყო. პურის წარმოების სამრეწველო მასშტაბებზე გასვლის შემდეგ, მაღაზიებში თეთრი და შავი პური და «ფრანგული» ფუნთუშები გამოჩნდა. შამპანური ქვეყანაში ცნობილი «საბჭოთა შამპანურის» წარმოება 1937 წ. დაიწყეს. სასმლის წარმოების ტექნოლოგია მიქოიანმა «გაზიანი შამპანურის» ქარხანაში ნახა და მისი დანერგვა, სსრ კავშირში გადაწყვიტა. კონსერვები კონსერვებს სსრ კავშირის ტერიტორიაზე, რევოლუციამდეც ამზადებდნენ და მას, ძირითადად, სამხედრო საჭიროებებისთვის იყენებდნენ. მიქოიანმა სსრ კავშირში ამერიკიდან, მხოლოდ კონსერვების საწარმოებელი მოწყობილობა კი არა, რეცეპტებიც ჩამოიტანა. ასე გაჩნდა სსრ კავშირში დაკონსერვებული კიბორჩხალა, კალმარი, ანანასი, სხვადასხვა სახის ბოსტნეული და ჩაშუშული ხორცი. არხის სხვა სიახლეები:* რა შეტყობინება მიიღო პენტაგონმა უცხოპლანეტელებისგან 1963 წელს? (აშშ-ს საჰაერო ძალების ყოფილი პოლკოვნიკის საიდუმლო)* ბრიტანეთში უცხო ცივილიზაციების ვალუტა აღმოაჩინეს* 10 მითი კოსმეტიკის შესახებ, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ301 2-ს მოსწონს
|