x
მეტი
  • 04.12.2024
  • სტატია:138651
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512291
რა შეტყობინება მიიღო პენტაგონმა უცხოპლანეტელებისგან 1963 წელს? (აშშ-ს საჰაერო ძალების ყოფილი პოლკოვნიკის საიდუმლო)

აშშ-ს საჰაერო ძალების ყოფილი პოლკოვნიკის ჯონ უოლტერსი 2018 წელს, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან თავის ანდერძში სეიფის ადგილმდებარეობაზე მიუთითა და მისი კოდი დატოვა. სეიფი გახსნეს და მასში პენტაგონის დოკუმენტები აღმოაჩინეს. მამაკაცს უნდოდა, რომ მის შვილს, ან შვილიშვილს, სიმართლე გაემხილა, იმის შესახებ, თუ რით იყო დაკავებული აშშ-ს სამხედრო დეპარტამენტი, თავის პირდაპირ მოვალეობებთან ერთად. დოკუმენტები 1964 წლის ივნისით იყო დათარიღებული. ამიტომ ითვლება, რომ მათში აღწერილი მოვლენები, გასული საუკუნის 60-იან წლებში მოხდა.


image


ყველაფერი კი ასე დაიწყო: ნევადაში სამხედრო წვრთნების დროს, რომელშიც ჯონ უოლტერსიც მონაწილეობდა, პოლიგონის თავზე დისკის მსგავსი მფრინავი ობიექტი გამოჩნდა. ის ჯერ ერთ ადგილზე იყო, ყოველგვარი მოქმედების გარეშე. ხოლო შემდეგ, კაშკაშა თეთრი შუქით დაიწყო ნათება, რამაც სამხედრო ხელმძღვანელობა სერიოზულად შეაშფოთა. ცაში თვითმფრინავების აფრენის ბრძანება გაიცა და მფრინავ ობიექტზე სარაკეტო შეტევა განხორციელდა. ობიექტი ჩამოაგდეს, დედამიწასთან შეხებისას ის აფეთქდა და ნაწილებად დაიშალა.

სწავლება 2 დღით გადაიდო, იქამდე, ვიდრე უცნობი ობიექტის ნაწილები არ შეაგროვეს და ლაბორატორიაში არ გადაგზავნეს. სპეციალისტების, ტექნოლოგების, ინჟინრებისა და ფიზიკოსების კვლევის შედეგი კი, შემდეგი იყო: «ეს ჩვენთვის უცნობი ტექნოლოგიების საფუძველზე, აგებული ხელოვნური აპარატი იყო. ხოლო მასალად, გამოიყენეს შენადნობი, რომელიც 16 ლითონის და მინერალისგან შედგება. ის აბსოლუტურად მოწინავე, მრავალფუნქციური და წარმოუდგენლად ძვირადღირებული მასალის წარმოების საშუალებას იძლეოდა».

შემდეგ კი, საერთოდ წარმოუდგენელი რამ მოხდა. სეიფში ნაპოვნი დოკუმენტების მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ 1963 წ. 12 ივნისს, პენტაგონის ელექტრო ტექნიკა მთლიანად გაითიშა. რამდენიმე წუთის მანძილზე, არაფერი მუშაობდა. ხოლო, როდესაც ეკრანები ჩართო, მასზე უცნაური არსება გამოჩნდა. ერთი შეხედვით, ეს ადამიანი იყო, ცხვირის და ტუჩების გარეშე. ეკეთა შავი სათვალე (ან სათვალის მსგავსი რაღაცით) და ძალიან ფერმკრთალი იყო. ამ არსებამ, იქ მყოფებს, უცნობ ენაზე მიმართა.

რა თქმა უნდა, მისი ნათქვამიდან ვერავინ ვერაფერი გაიგო. მაგრამ, მისი ჩაწერა მოასწრეს და NASA–ში გადაგზავნეს, სადაც დეშიფრირების 30 კაციანი განყოფილება შეიქმნა. 9 თვიანი მუშაობის შემდეგ, ექსპერტებმა შემდეგი ტექსტი წარმოადგინეს:

«(პირველი ფრაზა გამოტოვებულია, რადგან ჩანაწერის გაკეთება მოგვიანებით დაიწყეს). ჩვენი ხომალდები პლანეტის (დედამიწის) ორბიტაზე სტაგნაციის მდგომარეობაში არიან. თქვენ უნდა გესმოდეთ, ჩვენს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგები. ზონდზე ცოცხალი არსებები რომ ყოფილიყვნენ, ჩვენ არ მოვითმენდით (სიგნალის ხარვეზის გამო, ფრაზას ნაწილი აკლია). ჩვენ შეშფოთებულები ვართ თქვენს პლანეტაზე (დედამიწაზე) კონფრონტაციის დონით. გადახედეთ თქვენს მიდგომას, ან ცივილიზაციას (ფრაზის ნაწილი აკლია). ჩვენი ზონდები დაკვირვებას შემდგომშიც გააგრძელებენ. თუ ვერ შეძლებთ აგრესიის შეკავებას, მაშინ ჩვენ ამას, თქვენს ნაცვლად გავაკეთებთ».
ჯონ უოლტერსის ხელთ არსებული დოკუმენტები, სავარაუდოდ, პენტაგონის არქივიდან, დეპარტამენტის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გამოიტანა. თავად პოლკოვნიკი კი, თავის ნაცნობს დაუკავშირდა NASA–ში, რომელმაც დაუდასტურა, რომ სამუშაო კომისია, საკითხთან დაკავშირებით, მართლაც შეიქმნა და საიდუმლო გზავნილიც გააცნო.

წლების მანძილზე, ის საიდუმლო მასალებს ინახავდა და მის გამოქვეყნებას ვერ ბედავდა. თუმცა, მისი წაღება, არც სამარეში უნდოდა...


image

არხის სხვა სიახლეები:


* 9 მითი ქალების შესახებ, რომლისაც ბევრს სჯერა

* ბრიტანეთში უცხო ცივილიზაციების ვალუტა აღმოაჩინეს

* ჯეი ლოს 15 ყველაზე ეპატაჟური გამოსვლა საზოგადოების წინაში

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
1022
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1022
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0