საქართველო ამ წუთებშიც კი ევროპა ცდილობს ქვეყანას დაგვამსგავსოს, ხოლო რუსეთი ცდილობს, თავის მიჩუხანებულ პერიფერიად გვაქციოს! 16 სექტემბერი, 13:31 გერმანიის მთავრობა საქართველოს 1მლნ ევროს ოდენობის გ რ ა ნ ტ ი თ და 15მლნ ევროს ოდენობის შ ე ღ ა ვ ა თ ი ა ნ ი სესხით ეხმარება ბათუმში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების შექმნის, ველო ინფრასტრუქტურის განვითარების და ავტობუსის სპეციალური სავალი ხაზების გაფართოება-გაუმჯობესებისთვის. აღნიშნული შეთანხმება პარლამენტს სარატიფიკაციოდ გადაეცა.
2. თბილისთან დიდი ლილოს ნარჩენების გადამუშავებისას გამოყოფილმა საშინელმა გაზებმა რომ არ დაგვახრჩოს, აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო რეგიონული ფონდი გამოყოფს გ რ ა ნ ტ ს - 4 მლნ ევროს ოდენობით, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოყოფს შ ე ღ ა ვ ა თ ი ა ნ სესხს 16 მლნ ევროს ოდენობით!
3. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება „ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტი“, რომელიც ითვალისწინებს ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობას და ოპერიორებისთვის აუცილებელი დანადგარების შეძენას, რისთვისა გამოყოფს 7 მლნ ევროს ოდენობის ს ე ღ ა ვ ა თ ი ა ნ სესხს, ხოლო შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო 3 მლნ. ევროს ოდენობის გ რ ა ნ ტ ს.
4. ქუთაისის წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობების რეაბილიტაციისთვის, ახალი საკანალიზაციო მილების, სატუმბი სადგურების მშენებლობისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გამოყოფილია 100 მლნ ევრო. სესხის ხანგრძლივობა 25 წელია. აღნიშნული პროექტისთვის ევროპკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ინსტრუმენტის ფარგლებში გამოყოფილია 4მლნ 750 ათასი ევროს ოდენობის გ რ ა ნ ტ ი. აღმოსავლეთ პარტნიორობის ტექნიკური დახმარების სასტარტო ფონდიდანკი გამოყოფილია 3 მლნ 250 ათასი ევროს ოდენობის გრანტი პროექტის ტექნიკური დახმარებისთვის. პროქტის განხორციელების პერიოდი გაგრძელდება 2028 წლამდე.
ეს ოთხი ხელშეკრულება დღევანდელია და საქართველოს პარლამენტს გადაეცა სარატიფიკაციოდ საქართველოს მთავრობისგან!
https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/365115
https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/366824 https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/365064
https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/366816
ამ თანხებს ევროპის ქვეყნები უგზავნიან საქართველოს მოსახლეობას საქართველოს მტავრობის თხოვნით, რომ ადამიანურ პირობებში ვიცხოვროთ, ინფრასტრუქტურა მოგვიწესრიგონ და არა ერთეული მდიდრების კიდევ უფრო დასამდიდრებლად! მაშინ, როცა ევროპა ასე ზრუნავს საქართველოსთვის გრანტების (საჩუქრებისა) და შეღავათიანი სესხებით, რუსეთი მცოცავი ანექსიით, ან შიდა გამყიდველების დახმარებით გვიპყრობს, რომ მისი ჩაოხრებული, უკანაიზაციო, ატალახებული გზებიანი ტერიტორიების მსგავს პერიფერიად გვაქციოს ჩვენც! მადლიერების გრძნობა გაკეთებული სიკეთეების წილ ღვთიური საქმეა. ესაა სწორედ ღვთისნიერება! ქართველების ნაწილი კი მადლიერებას მაოხრებლის მიმართ გამოხატავს. არის აქ რაღაც პათოლოგიური! 141 2-ს მოსწონს
|