x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ არ არის არცერთ ეროვნულ დროშაზე იასამნისფერი ?
imageდროშა არა მხოლოდ ქვეყნის სიმბოლოა, არამედ მისი ღირებულებებიც. როგორც წესი, თითოეულ კონტურს, სიმბოლოს და ფერს აქვს კონკრეტული მნიშვნელობა. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ყველაზე ხშირად სახელმწიფო დროშებზე ერთი და იგივე ფერები მეორდება: ყვითელი, წითელი, ლურჯი, მწვანე, შავი და თეთრი. მაგრამ ზოგიერთი ფერი სრულიად იგნორირებულია. მაგალითად, იასამნისფერი არ ჩანს არცერთ სახელმწიფო სიმბოლოებზე, თუმცა უძველესი დროიდან იგი ასოცირდება სიმდიდრესთან და კეთილდღეობასთან. მაშ რატომ დაივიწყა ყველამ იგი? მოდით გავერკვიოთ.




მეწამულის მნიშვნელობა


რას ნიშნავს მეწამული ფერი და რატომ აირჩიეს ის არისტოკრატებმა?

მოდით გავარკვიოთ, რას ნიშნავს სინამდვილეში იასამნისფერი. ირკვევა, რომ ეს არის ყველაზე რთული ფერი, რომელიც რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში იპყრობდა ხალხის ყურადღებას და იწვევდა უამრავ კამათს.



ფაქტია, რომ ბევრი ადამიანი ამ ფერს მეფეთა, არისტოკრატთა, სიმდიდრისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ თვლიდა. ამ მოსაზრებას, რა თქმა უნდა, ჰქონდა თავისი მიზეზები, რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებთ. მაგრამ მეწამულს ყოველთვის უწოდებდნენ ყველაზე იდუმალ და მისტიკურ ფერს. ჯადოქრები, შამანები და მკითხავები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ იასამნისფერი მაგიის სიმბოლოა. გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ ეს ფერი სიბერესა და დაკნინებას განასახიერებს და შეუძლია ადამიანს უბედურებაც მოუტანოს.


მოკლედ არცერთ სხვა ფერს არ აქვს ამდენი მნიშვნელობა, რამდენიც იასამნისფერს.ამრიგად, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ქვეყნებმა დროშებისთვის მეწამული ფერი არ აირჩიეს, არის ის, რომ მისი მიღება ძალზე რთული იყო.



რატომ იყო მეწამულის დეფიციტი შუა საუკუნეებში?


დიახ, მეწამული ფერის იგნორირების მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი მისი ასტრონომიული ფასი იყო.


მე-19 საუკუნემდე მეწამული საღებავი ძალიან ძვირი ღირდა. მხოლოდ უმდიდრეს ადამიანებსა და მეფეებს შეეძლოთ იასამნისფერი კოსტიუმების შეძენა და ისიც მხოლოდ დღესასწაულებზე. სწორედ ამიტომ ითვლებოდა ეს ფერი სიმდიდრისა და არისტოკრატიის სიმბოლოდ, რადგან მისი ნახვა მხოლოდ უმაღლეს საზოგადოებაში შეიძლებოდა.

image

იასამნისფერი საღებავის მიღების პროცესი ხანგრძლივი და რთული იყო, სწორედ ამიტომ ღირდა ძვირი.


გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ ფერს გარკვეული ტიპის მოლუსკის წყალობით იღებნდენ, რომელიც დაჭერის შემდეგ სპეციალური ტექნოლოგიით მუშავდებოდა. 100 გრამი მეწამული საღებავის მისაღებად სულ მცირე 10 ათასი მოლუსკი იყო საჭირო. აღსანიშნავია ისიც, რომ სასურველი სახეობა მოიპოვებოდა მხოლოდ ქალაქ ტვიროსსა და სიდონში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.


მე-19 საუკუნეში, საბედნიეროდ, სიტუაცია შეიცვალა და ქიმიკოსმა უილიამ ჰენრი პერკინმა გამოიგონა სინთეზური მეწამული საღებავი, რომლის წყალობითაც მან გადაარჩინა მილიონობით მოლუსკის სიცოცხლე და მომხმარებელთა საფულე. თუმცა, იმ დროისთვის ქვეყნების უმეტესობას ჯერ კიდევ არა აქვს დროშებში მეწამული ფერები გამოყენებული, არსებობს იშვიათი გამონაკლისი, მაგალითად ქალაქ ტოკიოს დროშა, რომელიც ყველაზე "მეწამული დროშაა" მსოფლიოში .

image

0
5749
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
5749
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0