სხვა რა ხდება აქ? - 5 ფოტოს ისტორია (ნაწილი XIV) 21 ივნისი, 11:52 თქვენ შეგიძლიათ ტომობით ისტორიის სახელმძღვანელოები გადაღეჭოთ, იცოდეთ და გახსოვდეთ ბევრი. მაგრამ არაფერი შეედრება ვიზუალურად აღბეჭდილ დოკუმენტს, ისტორიულ ფოტოებს, რომელიც ასახავს უნიკალურ მომენტებს, გვაჩვენებს, თუ რითი ამაყობდნენ ადამიანები, ან რამ გამოიწვია ცრემლები და რაზე ოცნებობდნენ.. მაშ ასე დროში მოგზაურობა-5 ფოტოს ისტორია ნაწილი ნაწილი XIV. 1.ბერტა ბორონდა - 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა იმისთვის, რომ ქმარს სასქესო ორგანო მოაჭრა ღალატისთის, ფოტოთი თუ ვიმსჯელებთ, ბერტა ჩადენილ დანაშაულს საერთოდ არ ნანაობს. აშშ, 1907 წელი. 2.ადმირალ ბირდსის Snow Cruiser-ი საცობში მოყვა. ფრემინგემი, მასაჩუსეტსი, აშშ 1939 წელი. Snow Cruiser იყო უზარმაზარი, ფუტურისტული მანქანა, რომელიც შექმნილი იყო ანტარქტიდის შესასწავლად. დამზადდა 1939 წელს. მისი სიგრძე იყო 17 მეტრი, სიმაღლე თითქმის 5 მეტრი და იწონიდა 34 ტონას. 1940 წლის იანვარში ყველგანმავალი მანქანა გადაიტანეს ანტარქტიდაში, სადაც გაირკვა, რომ "თოვლის კრეისერი" თოვლში ვერ მოძრაობდა, რადგან თვლები ერთ მეტრის სიღრმის თოვლში უმწეოდ ტრიალებდა. იგი იქვე მიატოვეს 1941 წელს და ითვლება, რომ საბოლოოდ იგი ყინულებში დაიკარგა. 3.პარიზი, 1963 წ. ამ უჩვეულო კადრის ავტორი მელვინ სოკოლსკია. ცნობილია თავისი Bubble სერიებით, სადაც იყენებდა შუშის სფეროებს სიურეალისტური და უცნაური ფოტოების შესაქმნელად. სოკოლსკი ხშირად ათავსებდა სფეროს უჩვეულო და მოულოდნელ ადგილებში, როგორიცაა სახლის სახურავი ან ქალაქის დატვირთული ქუჩები. 4.ცქრიალა ღვინის ინსპექტორი. შამპანურის ბოთლების შემოწმებისას უსაფრთხოების მიზნით გამოიყენებოდა ფოლადის ბადისგან დამზადებული ნიღბები. 1933 წელს გადაღებულ ამ ფოტოზე ჩანს ემი პეტერსონი, რომელიც მუშაობდა „ცქრიალა ღვინის ინსპექტორად“. ვარაუდობენ, რომ იმ დროს ბოთლები არც თუ ისე საიმედო იყო და შეიძლება აფეთქებულიყო- ნიღაბი, კი იცავდა როგორც მოულოდნელად გამსკდარი ბოთლის ნამსხვრებისგან, ასევე გამოფრენილი საცობისგან. 5."მის იდეალური პოზის" გამარჯვებულები მანუალური თერაპიის კონვენციაზე 1956 წელს. წინა ნაწილების სანახავად მიყევით <<ამ ბმულს>>327 3-ს მოსწონს
|