x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჩინელებმა სუპერავტომობილ Yangwang U9 -ს ხტუნაობა "ასწავლეს"(ვიდეო)
imageმიუხედავად იმისა, რომ Yangwang U9-ის ნახტომი არ არის საკმარისად მაღალი დაბრკოლებების დასაძლევად, ის უპირველეს ყოვლისა ემსახურება მანქანის აქტიური სავალი ნაწილის შესაძლებლობების დემონსტრირებას. რეალურ პირობებში ამ ფუნქციის გამოყენება გზაზე შეიძლება არც ისე შთამბეჭდავი იყოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მისი ყურება საკმაოდ სახალისოა.


Yangwang U9 აქტიური საკიდარის მთავარი ამოცანაა მანქანის სტაბილურობის შენარჩუნება აჩქარების, დამუხრუჭების და მოხვევის დროს. ის მაღლა სწევს უკანა ნაწილს აჩქარების დროს, წინა ნაწილს დამუხრუჭებისას და ეწინააღმდეგება კორპუსის გადახრას მოსახვევში ბორბლების აწევით. გარდა ამისა, საკიდარი უზრუნველყოფს საბურავების მუდმივ კონტაქტს გზასთან.



Yangwang U9 არის ჰიბრიდული ჰიპერმანქანა, რომელიც წარმოებულია ჩინური კომპანიის BYD Auto-ს მიერ 2023 წლიდან Yangwang-ის ბრენდის სახელით.



Yangwang U9 პირველად წარადგინეს 2023 წლის 6 აპრილს. მანქანის გაყიდვები დაიწყო 2023 წლის 18 აპრილს ჩინეთში Yangwang U8-თან ერთად. დიზაინი შეიმუშავა ვოლფგანგ ეგგერმა, რომელიც ადრე მუშაობდა Audi-ში.ავტომობილის ფასები 1 000 000 იუანის ფარგლებში მერყეობს(140 000 აშშ დოლარი) სერიული წარმოება 2024 წლსი აგვისტოდან დაიწყო.




Yangwang U9 აღჭურვილია 1290 ცხენის ძალის სიმძლავრის 4 ელექტროძრავით, მაქსიმალური მანძილის დაფარვა 450 კილომეტრი, 100 კმ/სთ-მდე აჩქარება ხდება 2, 36 წამში.ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარეა 309 კმ/სთ-ში.


მუდმივი დენით( DC) მაქიმალური დატენვის სიმძლავრე 500 კვტ. დატენვის დრო 30%-დან 80%-მდე არის 10 წუთი. U9-ზე ასევე შესაძლებელია ორმაგ დატენვა, ანუ ერთდროულად ორი პისტოლეტის დაკავშირება დატენვის სიჩქარის გაზრდის მიზნით.

0
316
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
316
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0