x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
სექტემბრიდან რუსეთის გზებზე სატვირთოები მძღოლის გარეშე ივლიან
imageსექტემბერში რუსეთის მაგისტრალებზე დაგეგმილია მძღოლების გარეშე უპილოტო სატვირთო მანქანების გაშვება.მძღოლები უკანა სავარძელზე იქნებიან მოთავსებულები. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ბაკანოვმა განაცხადა.



ამ დროისთვის უპილოტო ტრაილერებმა უკვე გადაზიდეს 330 ათას კუბურ მეტრზე მეტი ტვირთი და დაფარეს 3 მილიონ კილომეტრზე მეტი. სამი უპილოტო მანქანით დაიწყეს და ახლა მაგისტრალებზე 22 მანქანა იმოძრავებს და წლის ბოლომდე მათი რიცხვი 43-მდე გაიზრდება.


უმძღოლო სატვირთოების მოძრაობა გაფართოვდება.ეს იქნება ცენტრალური წრიული გზატკეცილი და M-12 მაგისტრალზე ყაზანამდე. 23 სექტემბერს, "ციფრული ტრანსპორტის" ფორუმის ფარგლებში, ოფიციალურად მოხდება ამ უპილოტო სატვირთოების მარშრუტზე გასვლა.


ასევე ცნობილი გახდა, რომ 2024 წლის სექტემბრისთვის კომპანია" KamAZ"-ი დაამზადებს 12 უპილოტო მანქანას. ეს სატვირთო მანქანები შექმნილია სპეციალურად M-11 "ნევა" ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე სამუშაოდ, რომელიც აკავშირებს მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგს. M-11 მაგისტრალზე უპილოტო სატვირთოების ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა უკვე შეიქმნა, გზის მათემატიკური მოდელის ჩათვლით.


image

2023 წლის ივნისში უპილოტო "KamAZ"-ის სატვირთო მანქანებმა დაიწყეს მოძრაობა M-11 "ნევა" მაგისტრალზე სანკტ-პეტერბურგიდან მოსკოვამდე, ეს იყო პირველი მსგავსი სიახლეს რუსეთის საზოგადოებრივ გზებზე. პარალელურად მძღოლები კაბინიდან ავტომობილს აკონტროლებდნენ. უპილოტო "კამაზების" ტესტირება წარმატებით დასრულდა.

1
293
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
293
  
23 სექტემბერი, 18:31
ახალი "ანალოგოვ ნეტ", :) რასაც ეგენი მობოდავენ ყველაფერი კი არ უნდა დაიჯეროთ. ფულს გააკეთებენ ალბათ, პროექტი მოიგონეს :)
0 1 1