x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
კანადაში მაწავლებელი წლების განმავლობაში აუპატიურებდა მოწაფეებს
image

კანადაში კათოლიკური სკოლის მასწავლებელი მოწაფეების გაუპატიურებისთვის დააკავეს.



კანადაში ქალაქ პეტერბოტოში(ონტარიო) დააკავეს მასწავლებელი რომელიც წლების განმავლობაში აუპატიურებდა სკოლის მოსწავლეებს. ამის შესახებ Peterborough Examiner იუწყება.


image

გისოსებს მიღმა აღმოჩნდა 40 წლის კელი-ენ ჯენინგსი, რომელიც 16 წლის განმავლობაში მუშაობდა მასწავლებლად ანტონი დიდის სახელობის კათოლიკურ სკოლაში. საერთო ჯამში, ქალს ბრალი წაუყენეს 18 ბრალდება, მათ შორის: სექსუალური ძალადობა, მცირეწლოვანების გაუპატიურებისა და ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვა.

image

ჯენინგსზე გამოძიება აგვისტოს ბოლოს დაიწყო, როდესაც სკოლის მოსწავლემ პოლიციას შეატყობინა მისი დანაშაულებრივი ქმედებები. 29 აგვისტოს ქალი დააკავეს. 4 სექტემბერს, მთელი რიგი საგამოძიებო ღონისძიებების შემდეგ, იგი კვლავ დააკავეს და ბრალდებას მრავალი ახალი მუხლი დაემატა. სკოლიდან სულ მცირე სამი ყოფილი მოსწავლე იპოვეს, რომლებთანაც ჯენინგს სექსი ჰქონდა. სასამართლო დოკუმენტებში მითითებულია, რომ მისი ყველა მსხვერპლი 16 წლამდე ასაკის იყო.




„ვერასდროს გამოიცნობ, ვინ შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი. სკოლაში ყველა უბრალოდ აღმერთებდა მას. ეს არის საშინელი შეხსენება იმისა, რომ ნებისმიერი შეიძლება იყოს მოძალადე. თუნდაც ის, ვინც ყველას უყვარს და ენდობა“, - ამბობს სკოლის ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი.


ჯენინგსმა წმინდა ანტონი დიდის სკოლაში მუშაობა 2008 წელს დაიწყო, როგორც შემცვლელი მასწავლებელი. 2016 წელს იგი სრულ განაკვეთზე გადაიყვანეს. მას ჰქონდა შესანიშნავი რეპუტაცია და სარგებლობდა ადმინისტრაციის, სტუდენტებისა და მშობლების ნდობით.


ამ დროისთვის ქალს გირაო აქვს გადახდილი და მომდევნო სასამართლო სხდომამდე გათავისუფლებულია.

0
485
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
485
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0