ქალი და მამაკაცი მამაკაცმა საკუითარი თავი ამანათით ყოფილ საყვარელს გაუგზავნა 10 სექტემბერი, 10:36 ნიდერლანდებში ყუთში ჩამჯდარმა მამაკაცმა საკუთარი თავი ყოფილი საყვარლის მისამართზე ჩააბარა. ჰოლანდიელი მამაკაცი ციხეში ჩასვეს მას შემდეგ, რაც თავი ყოფილ პარტნიორის სახლში მიიტანეს. ამის შესახებ Dutch News წერს. 33 წლის ჰოლანდიელს დაახლოებით ერთი წელი ჰქონდა ქალთან ურთიერთობა. როცა პარტნიორი მას დაშორდა, კაცს გაუჭირდა ამის გადატანა. 2024 წლის 18 მაისს მან შეუვეთა დიდი ამანათის მიტანა მისი ყოფილი საყვარლის მისამართზე ქალაქ ჰერენვენში. იგი თავად ჩაჯდა ყუთში, რომელიც კურიერმა წაიღო. დაზარალებულის თქმით, ყოფილი საყვარელი ყუთიდან იარაღით ხელში გადმოხტა, სახლის გასაღები აიღო და გაიქცა. ამის შემდეგ ქალმა სათვალთვალო კამერა დაამონტაჟა, რა დროსაც ყოფილი საყვარლის მის სახლში შესვლა სამჯერ დააფიქსირა. ერთ-ერთი ვიზიტის დროს მამაკაცმა ღუმელის უკან GPS ტრეკერი დაამონტაჟა. ქალმა ჩანაწერებით პოლიციას მიმართა. დაკითხვის დროს კაცმა განმარტა, რომ ამანათის ჩაბარება იყო "ერთადერთი გზა, რომ შევსულიყავი და დამებრუნებინა ჩემი ნივთები". მან ასევე განაცხადა, რომ ქალმა ადრე თავად მისცა სახლის გასაღები და ასევე სახლში შესვლის ნებართვაც მისცა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ყოფილმი შეყვარებული ქალს ელექტრონული ფოსტით გაუთავებლად უგზავნიდა წერილებს და ასევე მის სახელზე შექმნა ანგარიში სოციალურ ქსელში. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ ვერ იპოვა იარაღი, რომლითაც სავარაუდოდ ყოფილ პარტნიორს დაემუქრა, მამაკაცი დამნაშავედ ცნეს უკანონოდ თვალყურის დევნაში. მას მიესაჯა ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა და სამი წლით აეკრძალა დაზარალებულთან მიახლოება. შენიშვნა: მთავარი ფოტო პირობითია 38 3-ს მოსწონს
|