საზოგადოებრივი 3 ტრაგიკული ფაქტი, სტალინის პირადი ცხოვრებიდან 5 სექტემბერი, 8:27 იოსებ სტალინი XX ს. ერთ–ერთი სასტიკი მმართველი იყო. სსრ კავშირის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას, მან გზიდან ბევრი პოლიტიკური მოწინააღმდეგე ჩამოიშორა და არც ის ადამიანები დაინდო, ვინც მის მიერ დამყარებულ რეჟიმს არ ეთანხმებოდა. თუმცა, მის ცხოვრებაშიც იყო რთული პერიოდები, თან არაერთხელ... აქ 3 ფაქტს წარმოგიდგენთ, სსრ კავშირის ბელადის პირადი ცხოვრებიდან, რომელმაც მასზე უდიდესი გავლენა მოახდინა... და შეიძლება, გარკვეულწილად, მისი ფსიქოტიპიც ჩამოაყალიბა. სტალინი ძალადობრივ გარემოში იზრდებოდა როგორც ფსიქოლოგები ამტკიცებენ, ჩვენი ბავშვობის განცდები, ფუნდამენტურ როლს თამაშობს იმაში, თუ როგორები ვიქნებით მომავალში. ამის გათვალისწინებით, ნამდვილად არ უნდა გაგვიკვირდეს, სტალინის ქცევა, რომელიც სასტიკ, ძალადობრივ გარემოში გაიზარდა. ძალადობა, მომავალი ბელადის ბავშვობის განუყოფელი ნაწილი იყო. მისი მამა ხშირად სვამდე, სახლში მთვრალი ბრუნდებოდა და ოჯახის წევრებზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა. ადგილობრივებმა მას, მეტსახელად, "შეშლილი ბესოც" კი შეარქვეს. ძალადობრივი გარემო იყო სკოლაშიც, სადაც პატარა სოსო სწავლობდა. ის ბავშვებს შორის დაპირისპირებასა და ჩხუბში, ხშირად მონაწილეობდა და როგორც ამბობდნენ, ძალიან სასტიკი და ჯიუტი მოწინააღმდეგე იყო — ის დაცემის შემდეგ, ყოველთვის ფეხზე დგებოდა და ჩხუბს აგრძელებდა. ფსიქოლოგები და ისტორიკოსები, სტალინის სასტიკ ხასიათს, სწორედ მის ადრეულ წლებს მიაწერენ. სტალინის ცოლმა თავი მოიკლა 1919 წ. სტალინი, თავისი პოლიტიკური თანამოაზრის, იაკობ ალილუევას ქალიშვილზე, ნადეჟდაზე დაქორწინდა. ახალგაზრდა ქალისთვის სტალინის ცოლობა, დიდი გამოწვევა აღმოჩნდა — მეუღლეები ხშირად ჩხუბობდნენ, როგორც პირადი, ისე პოლიტიკური შეხედულებების გამო... და ამას ისიც ემატებოდა, რომ ნადეჟდას ოჯახი, ხშირ შემთხვევაში, სტალინის მხარეს იჭერდა. ამის გამო, ქალი თავს უბედურად და მარტოსულად გრძნობდა და თვითმკვლელობაზე ხშირად ფიქრობდა. 1932 წ. 8 ნოემბერს, კრემლში გამართული ბანკეტის დროს, სტალინმა და ნადეჟდამ ისევ იჩხუბეს... ისტორიკოსების ინფორმაციით, მორიგი ჩხუბის შემდეგ, ქალი თავის ოთახში გავიდა და ტყვია, პირდაპირ გულში დაიხალა... პრესა ფაქტის დამალვას ცდილობდა და ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს ბელადის მეუღლე, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. საკუთარ შვილებს სიმართლე, სტალინმაც დაუმალა – არ ეუბნებოდა მათ, თუ რა მოხდა სინამდვილეში, ვიდრე ისინი საკმარისად დიდები არ გახდნენ. ამ ტრაგედიის შემდეგ, კომპარტიის წევრები ხედავდნენ, რომ მომხდარმა სტალინზე საშინლად იმოქმედა. ბელადის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის გამო შეშფოთებულებმა, ის კრემლიდან, კუნცევოს მახლობლად მდებარე, აგარაკზე გადაიყვანეს. სტალინის უფროსი ვაჟი ნაცისტების ტყვეთა ბანაკში დაიღუპა იაკობ ჯუღაშვილმა, რომელიც საარტილერიო პოლკის ბატარეის მეთაური იყო, 1941 წ. 13 ივლისს მტრის ბატარეა, დაახლოებით, ასამდე ჯარისკაცით და ორი ტანკსაწინააღმდეგო მოწყობილობა გაანადგურა და ამისთვის, სხვა მეომრებთან ერთად, ის "წითელი დროშის ორდენზე" იყო წარდგენილი. თუმცა, მისი დაჯილდოება ვერ მოხერხდა, რადგან ამ ბრძოლიდან, 3 დღის შემდეგ, სსრ კავშირის ბელადის შვილი ტყვედ ჩავარდა. ის ფაშისტებმა იმ დროს დაიჭირეს, როდესაც მისი რაზმი ლიოზნოს (ბელორუსი) ალყიდან გამოდიოდა. უკვე პირველივე დაკითხვებზე, იაკობმა არ დაიმალა და აღიარა, რომ ის სტალინის შვილი იყო. გასაგებია, რომ მას, მაშინვე არ დაუჯერეს და შემდგომში, არაერთხელ დაკითხეს. გერმანელები ფიქრობდნენ, რომ ტყვე, საბჭოთა ბელადის შვილად თავს იმიტომ ასაღებდა, რომ საკონცენტრაციო ბანაკის მცველები, მისადმი ლმობიერები და ლოიალურები ყოფილიყვნენ. მაგრამ, სინამდვილეში, იაკობი არანაირ ლოიალობას არ ელოდა — მან ამაყად განაცხადა, რომ სტალინის შვილი იყო და რომ ფაშისტები მას ვერ გატეხდნენ... გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* ბრძნული გამონათქვამები და ცხოვრებისეული გაკვეთილები სტალინისგან* არტეფაქტი, რომლის მიხედვით, შუმერული ცივილიზაცია წარღვნამდე არსებობდა* ფოტოები ვატიკანის არქივიდან – ნაცისტების მიერ, ეგვიპტესა და ანტარქტიდაზე აღმოჩენილი არამიწიერი არტეფაქტები* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ563 1-ს მოსწონს
|