x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ორი დღის წინ "ნაცებიდან" რომ ისკუპა, ისიც ძალიან სირცხვილია" - ვისზე საუბრობს ირაკლი ოქრუაშვილი

image


თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ბოლო პერიოდში ქვყანაში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"სირცხვილია"-ს გარდა კიდე კიდევ ბევრი რამეა სირცხვილი ამ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ხომ ქართულ ჯიგრულ პონტში ხშირად თვალს ვხუჭავთ იმაზე, რაზე საუბარიც არ გვაწყობს. თეონა აქუბარდიამ ორი დღის წინ ნაცებიდან თუ ვაშაძისგან გახარიას პარტიაში რომ ისკუპა ისიც ძალიან სირცხვილია. მის მსგავსად ვინც პარლამენტში შევიდა თუ ჩარჩა ისიც ხომ თავისთავად სირცხვილია, მაგრამ ამ ქვეყანას მე ვერ გავასწორებ და ძილი რაღაზე დავიკლოო ამ პრინციპით ცხოვრობს 80% ჩვენ ქვეყანაში."- ვკითხულობთ ირაკლი ოაქრუაშვილის პოსტში.


შეგახსნებთ, რომ ცოტა ხნის წინ, საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა, ამის შესახებ განცხადება გახარიამ და აქუბარდიამ ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს. თეონა აქუბარდიას თქმით, გახარიას გუნდის აქტიური მონაწილეობის გარეშე ბიძინა ივანიშვილის დამარცხება 26 ოქტომბრის არჩევნებზე შეუძლებელი იქნება:



"ბრძოლას ვაგრძელებ გიორგი გახარიას გუნდიდან, იმ საქართველოსთვის, რომელიც არის ევროპული, სადაც არის რეალური მშვიდობა, უსაფრთხოება და სადაც არის ევროპული ტიპის კეთილდღეობა.

მინდა გითხრათ, რომ არჩევნები, რომელიც 26 ოქტომბერს იქნება არის ნამდვილად რეფერენდუმი და არის არჩევანი ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის. მინდა გითხრათ ორი მიზეზი, რის გამოც ვარ ამ გუნდში. ერთი არის ის, რომ წარმოუდგენლად მიმაჩნია ივანიშვილის დამარცხება და საქართველოს გამარჯვება გიორგი გახარიას გუნდის აქტიური მონაწილეობის გარეშე და მეორე, ეს არის ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვქონდა პარლამენტში ერთობლივი მუშაობის დროს, საპარლამენტო გუნდთან ერთად - კეთილსინდისიერება, ზომიერება და თანმიმდევრულობა. შესაბამისად, დღეიდან უკვე გავაგრძელებ ბრძოლას და თქვენთან ერთად ჩვენ შევძლებთ, რომ ამ ქვეყნის რეალურ მშვიდობას, სუვერენიტეტს, ევროპულ მომავალსა და კეთილდღეობას მივაღწიოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ გამარჯვებას". - განაცახადა თეონა აქუბარდიამ 29 აგვისტოს გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

რა შეეხება მოძრაობა "სირცხვილიას", 30 აგვისტოს საღამოს ორგანიზაციამ მიმართა გაავრცელა, რომელშიც წევრები ხსნიდნენ, თუ რატომ რეგისტრირდებოდნენ საჯარო რეესტრში უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად. მოძრაობის წევრების განცხადებით, რუსული კანონის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმები მათ გაკოტრებამდე მიიყვანდა და სირცხვილია ვეღარ შეძლებდა საქმიანობის გაგრძელებას. ვიდეომიმართვას საზოგაოდების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა, რაც ქართული ოცნების წევრებმა "ფაშისტურ ბულინგად" შეაფასეს.

"სირცხვილიამ" 30 აგვისტოს ვიდეომიმართვა წაშალა და დაწერა, რომ გიორგი მჟავანაძე დირექტორის თანამდებობას ტოვებდა. მოძრაობა აღნიშნავს, რომ "სათანადოდ ვერ შეაფასეს" ის შედეგები, რაც მათ გადაწყვეტილებას შეიძლებოდა რომ მოჰყოლოდა.









0
543
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
543