საქართველო
"დედა, ეს რა მოვისმინე კაცოოოო"- რამ აღაშფოთა თაკო ჩარკვიანი
6 ოქტომბერი, 11:10
ოპოზიციონერი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი "ნოდარ მელაძის შაბათის" მორიგ სკანდალურ ჟურნალისტურ გამოძიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომელიც მოსკოვის "ლომონოსოვის უნივერსიტეტის"კურსდამთავრებულ ექიმბაშს, იულია კრუშანოვს ეხებოდა და რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით ჩამოიყვანა:
"ე მანდ ლოცვა გავაძლიეროთ კაცოიხუმრეთ თქვენ და მჯღიბავებიო, შამანებიო, ჯადოებიო, ჰოდა, ბებიაჩემის მეზობელმა ჯაფარიძის ქუჩაზე სოლოლაკში ერთი გამოლოცვა იცოდა, ბავშვებს რომ დაგვინახავდა ბუტბუტს იწყებდა “ალისასა მალისასა…”და პირჯვარს გვწერდა ანგელოზი გფარავდეთო …..ჰოდა, დამემახსოვრებია მაინც რა, ხომ გამომადგებოდა ახლა?! იზოლაციაში გვიპირებს -უპირებს ქვეყანას დატოვებას ეს “შეჩვენებული” და ეგება ლოცვა გავაძლიეროთ 26 ოქტომბერს, ერთად ბევრნი თუ ვიქნებით ერთობით შევძლებთ, თუ არა და “ბებიაჩემის მეზობელიც” ვეღარ გვიშველის( ასე ცოტა იუმორით შეხედეთ, თორემ სერიოზულად თუ აღიქვი სად "ვცხოვრობთ " და რა წუმპეშია ქვეყანა, შეიძლება გული გაუსკდეს ადამიანს)!!!!!!!!! დედა ეს რა მოვისმინე კაცოოოო"- წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით საქართველოში რუსი ექიმბაშის ჩამოყვანას უკავშირდებოდა.
წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი სიცოცხლის გახანგრძლივების კრუშანოვას მეთოდმა ისე მოხიბლა, რომ ის საქართველოში ჩამოიყვანა და ქართული პასპორტი და საქართველოს მოქალაქეობაც მისცა.
ფსევდომეცნიერების მიმდევარი კრუშანოვა ირწმუნება, რომ ერბოს ღიის სპეციალური დამუშავების შედეგად დამზადებული ცხიმი რომელიც ძველ ინდოეთში წარმოიშვა და თავის დროზე რელიგიურ რიტუალებში გამოიყენებოდა, სიცოცხლის გახანგრძლივების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია.
"შაბათის ეთერის" ინფორმაცით, იულია კრუშანოვას "Vip" კლიენტები ახლა უკვე ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ეკატერინა ხვედელიძეც არიან.