x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს განაცხადი ადასტურებს ჩემს ადრინდელ ვარაუდს" - რას წერს გია ხუხაშვილი

image


პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტის ხელახალი იმპიჩმენტის დაწყებასთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"გასაგებია, რომ ე.წ. “იმპიჩმენტის” პროცესის დაწყებაზე განაცხადი პრეზიდენტის მიმართ საუკეთესო საჩუქარია სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციისთვისაც წინასაარჩევნოდ.მაშინ რატომ აკეთებენ ამას? გაგიჟდნენ და აფექტურად მოქმედებენ?ალბათ ამ გადაწყვეტილებაში სიგიჟის და ყოვლისმომცველი შიშების წილი საკმაოდ მაღალია.ამასთანავე, ვფიქრობ, რომ მათი ეს განაცხადი ადასტურებს ჩემს ადრინდელ ვარაუდს, რომ ბიძინას უნდა პრეზიდენტობა რიგი მიზეზების გამო და ამ ოდიოზური ფორმით მას ეპრანჭებიან."- ვკითხულობთ გია ხუხაშვილის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ ხელახალ იმპიჩმენტს იწყებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ივანიშვილის გუნდი სალომე ზურაბიშვილს კვლავ კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. საქმე საქართველოს პრეზიდენტის ევროპულ ტურნეს ეხება, საიდანაც ზურაბიშვილი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და მმართველ გუნდს პოლიტიკური დასასრული დაუანონსა, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა "ქართული ოცნება" პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა.








0
62
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
62