საქართველო
“მიშამ გაიგო, რომ გვარამიას ფულს გილაური აძლევს, ისიც გაიგო...."- რა ინფორმაციას ავრცელებს თამარ ჩერგოლეიშვილი
5 ოქტომბერი, 9:32
"ფედერალისტების" ერთ - ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილთან და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და წერს:
"მიშამ გაიგო ჭორი რომ გვარამიას ფულს გილაური აძლევს (მე ეს არ ვიცი, თვითონ აბაზრებს), ისიც გაიგო რომ გვარამიას ბევრი გარე ბანერი აქვს, უსმინა ყრილობას, ნახა, რომ არ ახსენეს და ეგრევე ბანკებს და მათ “კარტელურ გარიგებებს” დასცხო.
ეს ჯერ პრელუდიაა.
შემდეგ შეკრებასაც მოუსმენს – ნახავს იქ თუ ილოცებენ მასზე, თუ არა და მაგის მიხედვით გაიშლის დალალებს, შერაცხავს გვარამიას მოღალატედ და მთავარზეც აირევა."- ვკითხულობთ "ტაბულას" დამფუძნებლის ფეისბუქპოსტში.