x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ყველაფერში ასეთი ლოხი და არასწორი რანაირად უნდა იყო." - ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი
image

პარტია "ფედერალისტების" ერთ - ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სამოქალაქო აქტივისტისა და "პარტიზანი მებაღეების" ხელმძღვანელის, ნატა ფერაძის მიერ მის შესახებ გავრცელებული პოსტის სქრინს პირად გვერდზე აზიარებს და წერს:

image


"მე მინდა რომ კრიტიკულ მომენტში გაქცეულმა ნატა ფერაძემ ამ სიმართლით ირბინოს, რომ იმედზე არ ვაკლებ სიარულს ???? ყველაფერში ასეთი ლოხი და არასწორი რანაირად უნდა იყო.


(ადამიანი შუა ბრძოლაში კურდღელივით მოტყდა, პანიკა დათესა და ახლა იმის თავმდაბლობაც არ ყოფნის ხმა ჩაიგდოს და ვინც დავრჩით - იმას ცილი არ დასწამოს)"- ვკითხულობთ თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტში.



შეგახსენებთ, რომ აქტივისტმა ნატა ფერაძემ ცოტა ხნის წინ, ოჯახთან ერთად საქართველო დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია "ახალის" თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ გაავრცელა. მისი თქმით, აქტივისტს "სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით" დაჭერას უპირებდნენ.


"ახლა გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით. მეგობრებო, ბელორუსში მეტი კი არაფერი ხდება! მეგობრებო, რუსეთში სხვანაირად კი არ იწყებოდა პუტინის დიქტატურა! მეგობრებო, სამშობლოს ასე კარგავენ ადამიანები: ჯერ ერთეულებს, მერე ყველა პატრიოტს უწევს ქვეყნის დატოვება! მხარდაჭერა ნატას და ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლს! ძირს უზურპატორი ივანიშვილი!", - წერდა ცოტა ხნის წინ, ნიკა გვარამია ნატა ფერაძის მიერ ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით.





0
389
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
389