x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბრძნული გამონათქვამები და ცხოვრებისეული გაკვეთილები სტალინისგან

სტალინი სსრ კავშირის გამოჩენილი პოლიტიკური ლიდერი, გასული საუკუნის 20–იანი წლებიდან – 1953 წლამდე, ანუ სიკვდილამდე იყო და დღემდე, უზარმაზარი ისტორიული მნიშვნელობის ფიგურად რჩება. მისი პიროვნება და მოღვაწეობა კი, დღემდე მწვავე განხილვის თემად რჩება. ერთნი, მას ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ომში, მთავარ მოთამაშედ მიიჩნევენ, რომელმაც ქვეყანა გამარჯვებამდე მიიყვანა. სხვები კი, გენოციდში, ტერორში და შიმშილში ადანაშაულებს. ყოველ შემთხვევაში, იოსებ სტალინმა, ისტორიის ფურცლებზე წარუშლელი კვალი დატოვა...


image


აქ მის ბრძნულ გამონათქვამებს გთავაზობთ, არა როგორც პოლიტიკოსისგან, არამედ, ადამიანისგან, რომელსაც 20 000–ზე მეტი წიგნი ჰქონდა წაკითხული... და ეს მხოლოდ ის რაოდენობაა, რომელიც წაიკითხა, მოეწონა და საკუთარ ბიბლიოთეკაში მიუჩინა ადგილი. თუმცა, ისეთი წიგნებიც იყო, წაკითხვის შემდეგ, რომ არ შეუნახავს...


* არასოდეს ენდო ადამიანს, ვისაც პირში სიმართლის თქმის ეშინია.


* ძალაუფლება კი არ აფუჭებს ადამიანებს, პირიქით – ხშირ შემთხვევაში, ყველაზე ცუდი ადამიანები ისწრაფვიან მისკენ.

ძალაუფლება თავისთავად სულაც არ ახდენს დესტრუქციულ გავლენას პიროვნებაზე. მას შეუძლია გააუმჯობესოს ადამიანების ცხოვრება და ბევრი სოციალური პრობლემის გადაჭრაში დაეხმაროს მას. თუმცა, ის ასევე, შეიძლება კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევისა და მდგომარეობის ბოროტად გამოყენების წყარო გახდეს. ძალაუფლება თავისთავად არ აფუჭებს ადამიანებს, მაგრამ მას შეუძლია, მიიზიდოს ისინი, ვისაც ხასიათი გაფუჭებული აქვს. პიროვნების მორალური ღირებულებები, რჩება ძირითადი ფაქტორად, თუ როგორ გამოიყენებს ის თავის ძალაუფლებას.


* განათლება – იარაღია, რომლის ეფექტი იმაზეა დამოკიდებული, თუ ვის უჭირავს ის ხელში და ვის წინააღმდეგაა მიმართული.

სტალინმა განათლების პოტენციალი, როგორც ახალგაზრდა თაობის გონების ჩამოყალიბების საშუალება აღიარა. მის დროს, საბჭოთა განათლების სისტემა პოლიტიზებული იყო, კომუნისტურ იდეოლოგიას ავრცელებდა და განსხვავებული აზრის თრგუნავდა.


* მნიშვნელობა არა აქვს ვინ აკეთებს არჩევანს, მთავარია – ხმებს ვინ ითვლის.


* კარგი ცხოვრება უფასოდ არ მოდის.

სრულყოფილი და ბედნიერი ცხოვრება, ჩვეულებრივ, ძალისხმევას – შეუპოვრობას, თვითშეგნებას და უწყვეტ განვითარებას მოითხოვს. ადამიანებს, რომლებიც თავიანთი უნარების და ცოდნის გაუმჯობესებას ცდილობენ, უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, რომ კარგად იცხოვრონ.


* როგორც ისტორია გვიჩვენებს, უძლეველი არმია არ არსებობს.


* მტერთან ზავი, მხოლოდ მისი დამარცხების, ან სრული განადგურების შემდეგაა შესაძლებელი!


* ყოველთვის ვთვლიდი, რომ დემოკრატია – ხალხის მმართველობა იყო. მაგრამ, ამხანაგმა რუზველტმა ამიხსნა, რომ დემოკრატია – ამერიკელი ხალხის მმართველობაა.


* თუ მტრები გვლანძღავენ ე. ი. ყველაფერს სწორად ვაკეთებთ.


* კადრები წყვეტს ყველაფერს!

გარკვეული შედეგის მისაღებად, უდიდესი მნიშვნელობა ლიდერს აქვს, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც დავალება უნდა შეასრულოს. უფროსის თანამდებობაზე კი, ყოველთვის კომპეტენტური პირი უნდა იყოს, რადგან გადამწყვეტ როლს ორგანიზაციის, თუ ქვეყნის წარმატებაში, სწორედ ის ასრულებს.


* ჩვენს დროში, სუსტების ინტერესების გათვალისწინება არ ხდება, – ანგარიშს, მხოლოდ ძლიერებს უწევენ.

თანამედროვე სამყაროში, როგორც წესი, ყურადღებით და პატივისცემით უფრო ძლიერ და წარმატებულ ადამიანებს ექცევიან. საზოგადოება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მიღწევებს, სტატუსს და გავლენას. ეს გულისხმობს საერთაშორისო ურთიერთობების კონკურენტულ და ზოგჯერ, დაუნდობელ მიდგომას, სადაც ძალაუფლება განმსაზღვრელი ფაქტორად ითვლება.

თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ წარმატება ყოველთვის, გარე მაჩვენებლებით არ იზომება და საკუთარი გზა ბედნიერი მომავლისთვის, ყველას შეუძლია ჰქონდეს, მიუხედავად იმისა, არის, თუ არა ის "ძლიერი", ან "სუსტი", ზოგადად მიღებული სტანდარტების მიხედვით.


* ყველა პრობლემას სახელი და გვარი აქვს.

პრობლემა არასოდეს არის აბსტრაქტული, ან უსახო. ის ყოველთვის კონკრეტული ადამიანების მიერ არის შექმნილი, ან გამოწვეულია. ეს ციტატა ხაზს უსვამს, ყველას პირად პასუხისმგებლობას, იმ საქმიანობაში, რომელშიც ისინი არიან დაკავებულნი.


* ყველა ძვირფასი კაპიტალიდან, ყველაზე ღირებული და ყველაზე გადამწყვეტი – ხალხია.


* და ბოლოს, პირად თავისუფლებაზე

მე ძალიან მიჭირს იმის წარმოდგენა, თუ როგორი «პირადი თავისუფლება» შეიძლება ჰქონდეს უმუშევარს, რომელიც მშიერი დადის და საკუთარ შრომას ვერსად იყენებს? ნამდვილი თავისუფლება მხოლოდ იქ არის, სადაც არ არსებობს ექსპლუატაცია, სადაც ადამიანების ერთი ნაწილის მიერ მეორე ნაწილის დათრგუნვა არა ხდება, სადაც არ არის უმუშევრობა და სიღატაკე, სადაც ადამიანი არა კანკალებს იმის გამო, რომ ხვალ, შეიძლება, სამუშაო, საცხოვრებელი, პური... დაკარგოს. მხოლოდ ასეთ საზოგადოებაში არის შესაძლებელი ნამდვილი, და არა ქაღალდზე დაწერილი, პირადი და ნებისმიერი სხვა სახის თავისუფლება… გაგრძელება >>>


imageარხის სხვა სიახლეები:


* არტეფაქტი, რომლის მიხედვით, შუმერული ცივილიზაცია წარღვნამდე არსებობდა

* ფოტოები ვატიკანის არქივიდან – ნაცისტების მიერ, ეგვიპტესა და ანტარქტიდაზე აღმოჩენილი არამიწიერი არტეფაქტები

* როდესაც კატებმა ძიძობა გადაწყვიტეს (15 გულისამაჩუყებელი ფოტო)

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ


0
1704
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1704
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0