საზოგადოება მასწავლებელი მარიკა ბეჟუაშვილი - ჩვენი ტკბილი ბავშვობაა 25 აგვისტო, 18:40
.
მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი ჯილდო, მისი აღსაზრდელების დიდი სიყვარულია და თუ სწავლების პერიოდში პედაგოგი თავის სიყვარულს ბავშვებში დებდა, მისი უკან დაბრუნება მის ბიოგრაფიაში ერთ-ერთ ნათელ წერტილად დაიდებს ადგილს! გავიდა 27 წელი და 2024 წლის 23 აგვისტოს, ცეკვის ანსამბლ წინანდალის 1997 წლის გამოშვებამ საინტერესო მოგონებებით დახუნძლული შეხვედრა მოუწყო საზოგადოებას! მთავარი მოქმედი გმირი კი მარიკა მასწავლებელი იყო.
.
მისთვის ჩვეული სინარნარით, დაუვიწყარი კეთილი ღიმილითა და სიყვარულით სავსე თვალებით უმზერდა თავის უკვე აღზრდილ მოსწავლეებს! მარიკა ბეჟუაშვილს, ჩვენგან, მისი მოსწავლეებისგან ბევრ რამეზე ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის, მაგრამ განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომელიც 90-იან წლებთან იყო დაკავშირებული! მას ჩვენში ის სხივი შემოჰქონდა, რომელიც ჩვენს ხანგრძლივ და ლამაზ ცხოვრებას ლეიტმოტივად მოჰყვება … . კერძოდ, ურთულეს წლებში, მაშინ, როცა ქვეყანაში ყველაფერი დაკეტილი იყო, სახლებში არც ელექტროენერგია, არც წყალი არ იყო, ამ დროს მარიკა მასწავლებელი, ჩვენ, თავისი ცეკვის გაკვეთილებით ყოველდღიურად სასწაულს გვიწყობდა და ცხოვრებას გვიხალისებდა. . თუმცა, რომ არა ბატონი როსაპი კუპატაძე, არაფერი გამოვიდოდა, მან უამრავი ენერგია და დრო დაუთმო ამ ყველაფრის შექმნას! და შექმნა კიდეც! ისტორია დაიწერა წინანდლის კულტურის სახლზე! რომელიც ყველაზე ძვირფასი და სათუთია ჩვენი სოფლელებისთვის! … უამრავი კონცერტი, ზღაპარი და დასამახსოვრებელი სანახაობაა აღბეჭდილი ჩვენს მეხსიერებაში, რომელიც უცილობლად ჰპოვებს განვრცობას ჩვენს მომავალ თაობებში. 90-იანების დროს დაწყებული ტკბილი ზღაპარი მოსწავლეებს გულში ტკბილ მოგონებად გაჰყვათ და დღემდე აცოცხლებთ და ასულდგმულებთ ის დაუვიწყარი ბავშვობა, რომელიც მარიკა ბეჟუაშვილმა შეუქმნათ! მათ შორის მეც! . დიდი მადლობა მას ყველაფრისთვის და დიდი მადლობა სოფელ წინანდალს მარიკა ბეჟუაშვილისთვის! . ჟურნალისტი ნათია მაზანაშვილი . 94 შეფასება არ არის
|