საზოგადოებრივი ფოტოები ვატიკანის არქივიდან – ნაცისტების მიერ, ეგვიპტესა და ანტარქტიდაზე აღმოჩენილი არამიწიერი არტეფაქტები 30 აგვისტო, 8:29 გერმანელი ჰაკერი* იმ ადამიანების გახარებას აგრძელებს, ვინც ანომალიური მოვლენებით და ისტორიული არტეფაქტებით არის დაინტერესებული. ამჯერად, ქსელში, გასული საუკუნის 30–იან წლებში გადაღებული ფოტოები მოხვდა, რომელზეც გერმანელი ოფიცრები ობიექტებთან პოზირებენ, რომლებიც მათ ეგვიპტეში და ანტარქტიდაზე, საიდუმლო ექსპედიციების დროს აღმოაჩინეს. ექსპედიციების ზუსტი დრო და ადგილი უცნობია და ამასთან, შეიძლება, ფოტოების ავთენტურობაც ეჭვქვეშ დადგეს. ზოგიერთ ფოტოზე ქანდაკებები და იდუმალი საგნებია აღბეჭდილი, რომლებიც მიწიერ ცივილიზაციას, აშკარად არ ეკუთვნის... ცნობილია, რომ გერმანელებმა, რეალურად, საიდუმლო ექსპედიცია, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, არაერთხელ მოაწყვეს. მათ შორის ტიბეტში, ახლო აღმოსავლეთში და ანტარქტიდაზე. თუმცა, ბევრი რამ, რაც მათ აღმოაჩინეს, ფართო საზოგადოებისთვის, ჯერ კიდევ უცნობია. თავად ჰაკერმა კი, რომელმაც ეს სურათები გამოაქვეყნა, აღნიშნა რომ, ფოტოებზე ასახული ყველა არტეფაქტი, სავარაუდოდ, არამიწიერი წარმოშობისაა. როგორც ის ამბობს: «ვატიკანის საიდუმლო არქივის გატეხილი, ერთ-ერთი განყოფილება, წარმოუდგენელ მოვლენას აღწერს: მაღალი რანგის ნაცისტების ჯგუფმა, საიდუმლო ექსპედიციების დროს, ეგვიპტესა და ანტარქტიდაზე, აღმოაჩინა უძველესი უცხოპლანეტელი არტეფაქტები, ჩრდილოეთ აფრიკასა და სამხრეთ პოლუსზე. მაგრამ, მეორე მსოფლიო ომის, ეს საიდუმლო თავი, ფართო საზოგადოებისთვის, დღემდე დახურულია, ამიტომ ამ უცხო არტეფაქტების დანიშნულება, ჭეშმარიტი ძალა და წარმომავლობა, ისტორიკოსებისთვის უცნობი რჩება. საინტერესო იქნებოდა გაგვეგო, თუ როგორ ახსნიან, ოფიციალური პირები, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, ამ არქეოლოგიური აღმოჩენებს დღეს?». გაგრძელება >>>* სულ ცოტა ხნის წინ, გერმანელმა ჰაკერმა რალფ ბასტერმა (Ralph Bastet) ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ მან ვატიკანის სერვერზე შეძლო შეღწევა და ჩვენი ისტორიის საიდუმლოებზე მოიპოვა წვდომა. "გატეხილ" საიდუმლო არქივებში ნათქვამია, რომ დედამიწაზე და ზოგადად, მზის სისტემაში, რაღაც ძლიერი და სუპერ განვითარებული ცივილიზაცია, ჯერ კიდევ, 25 000-30 000 წლის წინ არსებობდა, რომელიც ბევრად აჭარბებდა, ჩვენს ამჟამინდელ, ტექნოლოგიური განვითარების დონეს. ვატიკანის არქივებში ნათქვამია, რომ ეს ზე ცივილიზაცია მზის სისტემაში, დაახლოებით, 100 000 წლის წინ გამოჩნდა და 4 პლანეტაზე – მარსზე, ვენერაზე, დედამიწაზე და ფაეტონზე დასახლდა. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* თუ რელიგიის ხაზს გავყვებით, შესაძლოა ადამიანი, მართლაც ვიღაცის მიერ იყოს შექმნილი – ადამიანის არამიწიერი გენები* ლოგიკური გამოცანა, გონების გასავარჯიშებლად (პასუხი აქვს)* დამსახურებული სამოთხე (3 იგავი)* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ972 2-ს მოსწონს
|