კულტურა შესანიშნავი ყოფითი ფოტოები საბჭოთა კავშირიდან 20 აგვისტო, 13:27
მოდით მოვაწყოთ კიდევ ერთი ექსკურსია წარსულში და კამერაზე დაფიქსირებული საბჭოთა ყოფითი ცხოვრების საინტერესო მომენტებს თვალი გადავავლოთ.
მომხიბლავი ტროლეიბუსის მძღოლი. კიევი, 1975 წ. სტუდენტები არდადაგებზე-1970 წელი მთიელი- დაღესტნის ავტონომიური რესპუბლიკა-1968 წელი. ფოტოაპარატი CMEΗΑ-8m-ის წარმოება ლენინგრადი, 1973 წ. "CMEΗΑ-8m" ითვლება მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად ფოტოაპარატად, რომლის მთლიანმა წარმოებამ წინა მოდელ "Smena-8"-თან ერთად 21 მილიონ ეგზემპლარს გადააჭარბა. ვეფხვი უფას ქუჩებში, 1976 წელი. ვეფხვი ქუჩებში გაატარეს, როგორც ჩანს, საჩვენებლად... ფოტო გადაღებულია 1976 წლის მარტში, როდესაც ვალტერ ზაპაშნი მეუღლესთან და ვეფხვთან ერთად გასტროლებზე იმყოფებოდნენ უფაში და ადგილობრივ ცირკში გამოდიოდნენ. ჩიტებისთვის დამზადებული სახლები ადრიან გაზაფხულზე ორენბურგი, 1973 წ. საბჭოთა პერიოდში არსებობდა ასეთი პრაქტიკა: შრომის გაკვეთილებზე სკოლის მოსწავლეების მიერ ჩიტების სახლების დამზადება. ნოვოგირიევსკის წყალსატევი. მოსკოვი, 1980-იანი წლები. ნოვოგირიევსკის წყალსატევი (ტბა სტალევაროვის ქუჩაზე № 16-18 სახლებთან) სტუდენტები ბამის -ის სტუდენტურ სამშენებლო რაზმში ირკუტსკის ოლქი, 1981 წ. თბილისი 1950-იანი წლები, ქუჩა უცნობია "მორჟები" ჭადრაკს თამაშობენ 1969 წელი. მეფრინველეობის მუშაკი. კიროვსკი, 1950 წ. კალათა არ არის მსუბუქი, მაგრამ მას ბუმბულივით უჭირავს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მურმანსკის რეგიონში, მარცვლეულით ღარიბ ჩრდილოეთ მიწაზე, ომიდან ხუთი წლის შემდეგ არსებობდა საკუთარი მეფრინველეობის ფაბრიკა. კიევის ოლქი, ჩერნობილი, 1971 წლის მაისი. მშენებლობაზე მომუშავე კომკავშირლები- ანდრეი ფაშჩენკო, ჯარში მსახურობის შემდეგ, მუშაობს ქვის დამუშავების ოსტატად, თამარა სკაჩკოვა, რომელმაც დაამთავრა პეტროპავლოვსკში (ყაზახეთი) სამშენებლო ტექნიკუმი საბუღალტრო- ეკონომიური განხრით, მუშაობს მღებავად. უკანასკნელი ზარი კრემლის ბულვარში. გორკი, 1977 წ. დიახ, ეს კომბინაცია - სასკოლო კაბა, წინსაფარი და მინი - ვერ ჯდება... ასეთი უმანკოება და მინი! ზოომუშაკი კინოსტუდიაში "ტეხნაუჩფილმში" ბუ ფომკასთან ერთად, რომელმაც 1977 წელს გადაცემაში "რა, სად, როდის?" წარმოადგინა ინტელექტუალური თამაშის ცოცხალი სიმბოლო. სეგეჟას რეგიონული საკომუნიკაციო ცენტრის ფოსტალიონები მოსახლეობაში ფოსტის დასარიგებლად მიმართებიან კარელია, 1968 წ. 532 3-ს მოსწონს
|