x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დასახელდა 17 მედიკამენტი, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ღვიძლზე
imageბევრი მედიკამენტი უარყოფითად მოქმედებს ღვიძლზე, მაგრამ ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით მავნეა.


მიუხედავად გვერდითი მოვლენების შთამბეჭდავი ჩამონათვალისა მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 1/5 იღებს მედიკამენტებს.


ყველაზე ხშირად, ამ მხრივ ღვიძლი ზარალდება როგორც მთავარი ორგანო, რომელიც ამუშავებს ორგანიზმში შემავალ ყველა ქიმიურ ნივთიერებას.


ექსპერტებმა დაასახელეს 17 წამალი, რომლებიც ყველაზე ძლიერ გავლენას ახდენენ ღვიძლის მუშაობაზე. ამის შესახებ წერს სამედიცინო ჟურნალი JAMA Internal Medicine,



სამედიცინო ექსპერტებმა დაამუშავეს დაახლოებით 8 მილიონი ადამიანის სამედიცინო ანკეტა 2000 წლიდან 2021 წლამდე. 194 საკვლევი მედიკამენტის მიღებამდე არცერთ პაციენტებს არ აღენიშნებოდა ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები.


მონაცემების შესწავლის შედეგად გამოვლინდა 17 პრეპარატი, რომელიც ყველაზე მაღალი ტოქსიკურობით გამოირჩევა და პირდაპირ ურტყამს ღვიძლს. უფრო მეტიც, მათგან 10 პრეპარატი ადრე განიხილებოდა როგორც დაბალი ჰეპატოტოქსიურობის კატეგორიის წამლები.


მაშ ასე“ რეიტინგში მოხვდა: მეტრონიდაზოლი (ანტიმიკრობული პრეპარატი რეპროდუქციული ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციების სამკურნალოდ), სტავუდინი (ანტივირუსული); ერლოტინიბი (ანტისიმსივნური); ლენალიდომიდი ან თალიდომიდი (ანტისიმსივნური); ქლორპრომაზინი (ანტიფსიქოზური); პროქლორპერაზინი (ანტიფსიქოზური) და იზონიაზიდი (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო), სტატინები (ქოლესტერინის შესამცირებელი), მოქსიფლოქსაცინი, აზატიოპრინი, ლევოფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი), კლარითრომიცინი, კეტოკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო), ფლუკონაზოლი (სოკოს საწინააღმდეგო), კაპტოპრილი ( არტერიული ჰიპერტონია, გულის იშემიური დაავადება) ამოქსიცილინი-კლავულანატი (ანტიბიოტიკი), სულფამეთოქსაზოლ-ტრიმეტოპრიმი (ანტიბიოტიკი), ციპროფლოქსაცინი (ანტიბიოტიკი).


მიუხედავად ამისა, ეს შედეგები, რიგი ტოქსიკოლოგების აზრით უდავო ჭეშმარიტებად არ შეიძლება იქნას მიღებული. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ მხოლოდ ხანდაზმული მამრობითი სქესის ჯანსაღ ღვიძლზე იქნა დაკავირვებები ჩატარებული და ამასთან ერთად არაერთი სხვა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ იყო გათვალისწინებული.


სხვათა შორის, ანტიბიოტიკები და ჰორმონალური პრეპარატები (ესტროგენები, ტესტოსტერონი, პროგესტერონი), ასევე ვიტამინებისა და საკვები პროდუქტების და სხვა დიეტური დანამატების გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ღვიძლის მუშაობაზე.


ასევე, ღვიძლის ტოქსიკური დაზიანების მაღალი რისკი ჩნდება არტერიული წნევის შესამცირებელი მედიკამენტების, საძილე აბების, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების და ანტიბიოტიკების ერთდროულად მიღების დროს.

0
510
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
510
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0