ფოტოგრაფია ბროკ სანდერსი: ფოტომხატვარი, რომელიც ხოტბას ასხამს ქალის ბუნებრივ სილამაზეს 19 აგვისტო, 15:52 ამერიკელი ფოტოგრაფი-პორტრეტისტი ბროკ სანდერსი (Brock Sanders) არის ერთ-ერთი იმ თანამედროვე ოსტატთაგანი, რომელიც ფირის ერთგული დარჩა. მისი ფოტოები გამოირჩევა მარტივი კომპოზიციით და სპარტანული ანტურაჟით, მაგრამ ამავდროულად გულგრილს არავის ტოვებს. სანდერსი ქალის ბუნებრივი სილამაზის მომხრეა, ამიტომ მის ფოტოებში გოგონები არ ბრწყინავენ კაშკაშა მაკიაჟით და პოზებით. ფოტოები პირდაპირ ცხოვრებიდან არის აღებული და თავიანთი ბუნებრიობით გვხიბლავენ. (ფრთხილად! შიშველი ნატურა!)
ბროკ სანდერსმა ფოტოების გადაღება ჯერ კიდევ სკოლაში უმცროს კლასებში დაიწყო. 10 წლის ასაკში მშობლებმა დაბადების დღისთვის აჩუქეს ფირის კამერა Diana და მას შემდეგ სანდერსი ფოტოებს იღებს. წლების განმავლობაში მრავალი სხვადასხვა ფოტოაპარატი შეცვალა, მაგრამ არასდროს უღალატია ძველი კარგი ფირის ტექნოლოგიისთვის. სანდერსმა დაიწყო არა პორტრეტით, არამედ ლანდშაფტის დიზაინით. დაიბადა და გაიზარდა კალიფორნიაში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე და მისი ადრეული ნამუშევრების უმეტესობა ძლიერ სტიქიებს ეძღვნება. სანდერსი დარწმუნებულია, რომ ფირის ფოტოები ცოცხალია და ძნელია არ დაეთანხმო. მისი პორტრეტების შემხედველი შეიძლება ითქვას, რომ მეზობელი გოგონები აღბეჭდილნი არიან შემთხვევით, მომზადების გარეშე. სანდერსის თითოეული ნამუშევრის უკან არის შრომატევადი სამუშაო, რადგან ფირი შეცდომებს არ პატიობს. ბროკი დამწყებ ფოტოგრაფებს ურჩევს, ყველგან თან წაიღონ კამერა. თვლის, რომ რაც შეიძლება ხშირად უნდა გადაიღო და არაფერია, თუ ამ ნამუშევარს არავინ აფასებს. ასე შეძლებთ განავითაროთ თქვენი სტილი, რომელიც გახდება მომავალი წარმატების საძირკველი. ასევე დაგაინტერესებთ: ქუჩის ფოტოგრაფიის შედევრები: რეალური ცხოვრება თითოეულ კადრში ცეკვის მაგია: ტანმოვარჯიშეების და მოცეკვავეების ფოტოების შესანიშნავი სერია ფრანგი ფოტოგრაფისგან ბოდუენის „75 პარიზელი ქალი“: როგორ ცხოვრობენ პარიზის თანამედროვე მაცხოვრებლები მოტო არტის ღმერთი დევიდ ული და მისი ლამაზმანები Harley-Davidson ქალების პატარა სიხარულები გაბრიელ პენაკიოლის ილუსტრაციებში საოცნებო გოგონები სკანდალურად ცნობილი ფოტოგრაფის დევიდ ჰამილტონის ობიექტივში ვარსკვლავების 15 ექსპრესიული პორტრეტი, რომლებიც XX საუკუნის ყველაზე ცნობილმა ფოტოგრაფმა გადაიღო ცოცხალ ემოციებზე მაგარი არაფერია - 18 ვარსკვლავის დადგმული და სპონტანური ფოტოების შედარება გაუმარჯოს ზაფხულს! ცნობილი ლამაზმანების ვინტაჟური ფოტოები სანაპიროზე La Dolce Vita – 80-იანი წლების ულამაზესი იტალიის კაშკაშა ფოტოები 360 1-ს მოსწონს |