ფოტოგრაფია ბოდუენის „75 პარიზელი ქალი“: როგორ ცხოვრობენ პარიზის თანამედროვე მაცხოვრებლები 13 ივნისი, 18:25 ფრანგი ფოტოგრაფი ბოდუენ ვინკლერი 6 წელი მუშაობდა პროექტზე „75 პარიზელი ქალი“. სხვადასხვა ასაკის და პროფესიის პარიზელი ქალები პოზირებენ თავიანთ ბინებში, პირადი ნივთების გარემოცვაში.
ფოტოგრაფი დარწმუნებულია, რომ სახლის გარემო საუკეთესო ადგილია პორტრეტისთვის, რადგან ოთახში განთავსებული ობიექტები კომპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილია, იძლევა მეტ ინფორმაციას კადრში მყოფი ადამიანის შესახებ. „მინდოდა მეჩვენებინა თანამედროვე პარიზელი ქალი. რა თქმა უნდა, გადავიღე რამდენიმე ტიპური სახე, მაგრამ ასევე ვცადე მეჩვენებინა ქალები, რომლებსაც შეუძლიათ ყველას გაოცება“ - ამბობს ბოდუენი. ბოდუენი საზოგადოების პორტრეტისტია. 1977 წელს რეიმსში დაიბადა. სპეციალიზებულია სარედაქციო და სარეკლამო ფოტოგრაფიაში. 6 წლის განმავლობაში თავისუფალ დროს საინტერესო მოდელებს ეძებდა და დადიოდა ბინებში, რომლებიც აქამდე არ ენახა, სადაც ელოდა სიურპრიზები, სასიამოვნო და არც ისე. ბოდუენს სურდა სხვადასხვა გარემოს და ტიპების პოვნა. 300 აღბეჭდილი ქალბატონიდან წიგნისთვის მხოლოდ 75 შეარჩია. მჯდომარე, მდგომარე ან მწოლიარე პარიზელ ქალებს ფოტოები გადაუღო პირად გარემოში, სადაც დაკვირვებული ბოდუენის ყურადღება მიიპყრო ბევრმა დეტალმა, რომლებიც მის გმირებზე იმდენს ამბობენ, რამდენსაც მათი სახის გამომეტყველება. კომპოზიციის ზუსტი დაგეგმვა და ექსცენტრულობის მუდმივი ელფერი მთელი პროექტის განმავლობაში შენარჩუნებული იყო. 233 1-ს მოსწონს |