x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ანაკონდა – "სიკვდილის მანქანა", თუ შინაური ცხოველი? (+ ვიდეო)

მათ შეუძლიათ ჰიპნოზური მზერით მსხვერპლის პარალიზება. ისეთი მრისხანე მტაცებლებიც კი, როგორიცაა კაიმანი (ქვეწარმავალი ალიგატორისების ოჯახიდან) და იაგუარები არიან, ვერ გაურბიან მის ძლიერი "ჩახუტებას"– ეს ანაკონდას იმიჯია. მაგრამ, მართლა ისეთივე საშიშია ეს გველი, როგორც ჰოლივუდურ ფილმებშია ნაჩვენები?


image


ანაკონდა — ორიდან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გველის სახეობაა მსოფლიოში. მისი ზომა, მართლაც რომ, შთამბეჭდავია... და მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პითონი, უფრო დიდი იზრდება, ანაკონდა მათზე ბევრად მძიმეა. მისი საშუალო სიგრძე — 6–7 მეტრია, წონა კი — 200 კგ–მდე.
ანაკონდა ამაზონის ტროპიკულ ტყეში ბინადრობს და უპირატესობას, წყალში ცხოვრებას ანიჭებს. ეს გველი შხამიანი არ არის. თუმცა, მის მიერ კბილებით მიყენებული ჭრილობა, შეიძლება, ძალიან მტკივნეული იყოს. თავის ნადავლს ანაკონდა, ხშირ შემთხვევაში, მთლიანად ყლაპავს.

ანაკონდას თავდასხმისგან გადარჩენის საიდუმლო, იმაში მდგომარეობს, რომ არ მისცეთ მას, თქვენზე თავდასხმის საშუალება. ხოლო, მის ხელში ჩავარდნის შემთხვევაში, გადარჩენის შანსი, თითქმის არ არსებობს. ყოველი ამოსუნთქვისას, გველი, მსხვერპლს უფრო და უფრო კუმშავს და საბოლოოდ, დგება მომენტი, როდესაც ფილტვების გაფართოება, კიდევ ერთი ჩასუნთქვისთვის შეუძლებელი ხდება... მსგავს სიტუაციაში, გველისთვის ჭრილობის მიყენებაც გამოსავალია. მაგრამ, ეს უკვე სხვა ადამიანმა უნდა გააკეთოს, რადგან მსხვერპლს განძრევის არანაირი საშუალება არა აქვს.
კარგი ამბავი ის არის, რომ ანაკონდა, ჩვეულებრივ, ისეთი აგრესიული და სისხლისმსმელი არ არის, როგორც ჩვენ გვგონია. ის ძალიან იშვიათად ესხმის თავს ადამიანს და ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებს, თუ საფრთხეს გრძნობს, ან თუ ადამიანი შეტევის პროვოცირებას ახდენს. გარეული ცხოველების უმეტესობის მსგავსად, ანაკონდაც გაურბის ადამიანებს, თუ ამის საშუალება მიეცემა.



მაგრამ ფილმები, რომლებშიც ამ გველს, როგორც სიკვდილის ნამდვილ მანქანად წარმოაჩენენ? (მაგ. "ანაკონდა" (1997 წ.) ჯენიფერ ლოპესის მონაწილეობით) — ეს, საბედნიეროდ, მხოლოდ რეჟისორების ფანტაზიის ნაყოფია.
ნამდვილად გაგიკვირდებათ, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ანაკონდა შინაური ცხოველის სახით, სახლში ჰყავთ (იხ. ვიდეო)... და უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ის კარგად არის სოციალიზებული, მორჩილი შინაური ცხოველი ხდება.


imageარხის სხვა სიახლეები:


* სენსაციური აღმოჩენა, რომელიც ადამიანების და დინოზავრების ერთ ეპოქაში ცხოვრების ფაქტს ადასტურებს

* ვინ იყვნენ "ზღვის ხალხები" და რა გავლენა მოახდინეს მათ უძველეს ცივილიზაციებზე?

* როგორ გავიგოთ, ადამიანი ჭკვიანია, თუ არა? – მეფე სოლომონის "ტესტი"

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
132
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0