საკვირველია, მაგრამ ფაქტია: ტიტანიკის ერთი საკვამური მილი ყალბი იყო, საკვები სინამდვილეში არ ფუჭდება...

აბსოლიტურად შიშველი ადამიანი თავს უფრო ნაკლებად შიშვლად გრძნობს, ვიდრე ის, ვისაც მხოლოდ ფეხსაცმელი აცვია.
XXI საუკუნეში ორკესტრების უმრავლესობა XIX საუკუნეში შექმნილ მუსიკალურ ნაწარმოებებს ასრულებს.
სინამდვილეში საკვები არასოდეს ფუჭდება. უბრალოდ, თქვენზე ადრე სხვები იწყებენ მის ჭამას.

პანდის ორი სახეობიდან, დიდი პანდა დათვი არის, ხოლო პატარა (წითელი პანდა) — ენოტი.
“- 40" გრადუსი ფარენგეიტის მიხედვით ტოლია “- 40" გრადუსის ცელსიუსის მიხედვით. ეს ერთადერთი დამთხვევა არის ტემპერატურის საზომ შკალებს შორის.
ჩვეულებრივი ბიგა, დაახლოებით, 2 წელს ცხოვრობს, სპილო — 60 წელს. თუმცა, ორივე ცხოველის გულის ცემის რაოდენობა, თითქმის ერთნაირი არის — 800 მლნ., ცხოვრების მანძილზე.

თუ ფილმში გამოჩნდება ავი ძაღლი ან ველური ცხენი, ეს იმას ნიშნავს, რომ ფილმის გადაღების დროს, გაწვრთნილ ცხოველებს ასწავლეს, თუ როგორ იქცევიან გაუწვრთნელი ცხოველები.



გენმოდიფიცირებული ვაშლი დიდი და ლამაზი იმიტომ არის, რომ მასში ჩრდილოეთის ზღვების თევზის გენი არის ჩანერგილი.



თოლიას ხორცი იმდენად მაგარია, რომ საკვებად არ გამოიყენება, ხოლო დათვს შხამიანი ღვიძლი აქვს.

როდ-აილენდი არის აშშ-ს ყველაე პატარა შტატი, ყველაზე დიდი სახელით — State of Rhode Island and Providence Plantations (როდ-აილენდისა და პროვიდენსის პლანტაციების შტატი).


“ტიტანიკზე" ორთქლის მეოთხე მილი ყალბი იყო და ის არ უერთდებოდა გემის საქვაბეს. მასში სამზარეყლოს კვამლის მილი იყო შეერთებული. გემის აგების დროს, ინჟინერ-კონსტრუქტორებმა გაითვალისწინეს იმ დროს საზოგადოებაში გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ თითქოს, გემის პრესტიჟულობა და სანდოობა, საკვამური მილების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული.



ლუის კეროლი, მას შემდეგ, რაც მისი წიგნი “ალისა საოცრებათა ქვეყანაში" ბესტსელერად იქცა, იმ კოლეჯის ხელმძღვანელობას მიმართა, სადაც მუშაობდა, თხოვნით... რომ მისთვის ხელფასი შეემცირებინათ, რადგან წიგნის ჰონორარი სავსებით საკმარისი იყო, გაჭირვების გარეშე ცხოვრებისთვის.


“დეტექტივების დედოფალი" აგატა კრისტი დისგრაფიით იყო დაავადებული. ის ძალიან ნელა წერდა და უამრავ შეცდომას უშვებდა. ამიტომ, ყველა მისი ნაწარმოები კარნახით არის დაწერილი.



ქათამს თავი რომ ფრთის ქვეშ შეაყოფინოთ და ჰორიზონტალურად, ფეხებით ზევით, დაიჭიროთ — დაეძინება.


«სადა ხარ?» — ეს არის კითხვა, რომელიც, სავარაუდოდ, არასოდეს დაუსვამთ ჟესტების ენაზე.
