სხვა 7 ნიშანი, რომ იმაზე უფრო ჭკვიანი ხართ, ვიდრე ფიქრობდით 16 აგვისტო, 20:20 ბევრი ადამიანი საკმარისად თვითკრიტულია, რომ თავი ყველაზე ჭკვიანად ჩათვალოს. ისინი სრულად იღებენ თავიანთ ნაკლოვანებებს და აცნობიერებენ, რომ სრულყოფილები არ არიან და ყოველთვის აქვთ რაღაც სასწავლი სხვებისგან. როგორც წესი, ასეთი ადამიანები ყველაზე ჭკვიანები არიან და ყველამ არ იცის მათი უპირატესობის შესახებ. გადავხედოთ 7 ნიშანს, რომელიც ადასტურებს, რომ იმაზე უფრო ჭკვიანი ხართ, ვიდრე ფიქრობდით.
საკუთარ თავს ელაპარაკები მეცნიერები თვლიან, რომ საკუთარ თავთან ლაპარაკი ძალიან სასარგებლოა. როცა რაღაცას ეუბნებით საკუთარ თავს და უსმენთ, ტვინი სხვაგვარად მუშაობს, არა ისე, როგორც ჩვეულებრივი ლაპარაკის ან ფიქრის დროს. დადგენილია, ადამიანები, რომელთაც საკუთარ თავთან საუბარი ახასიათებთ, უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებენ და უკეთ უმკლავდებიან ემოციურ შფოთვას. ჩივილი გახასიათებთ თუ ადამიანს ახასიათებს ჩივილი (გონივრულ ფარგლებში), როცა რაღაც არ აწყობს, ეს მაღალ ემოციურ ინტელექტზე საუბრობს. შესაძლოა, ეს თვისება არ მოგწონთ, მაგრამ ამაში ცუდი არაფერია. ჩვეულებრივ, ისინი, ვინც წუწუნებს, იცის, რა ხდება მის გარშემო. ესმით საგნების, ფენომენების და ადამიანების უარყოფითი ზეგავლენის მექანიზმები და იციან, როგორ მოიქცნენ ამ ყველაფერზე. ცდუნებებს ეწინააღმდეგებით ცდუნებებზე შეწინააღმდეგების უნარი მაღალ ინტელექტზე მიუთითებს. განსაკუთრებით აქტუალურია იმ შემთხვევაში, თუ თვითკონტროლს მოზარდობის ასაკიდან ფლობთ. კვლევამ აჩვენა, რომ მაღალი დონის თვითკონტროლის მქონე ადამიანები სხვებზე ჭკვიანები არიან და უფრო ხარისხიანი ცხოვრებით ცხოვრობენ. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესი, გრძნობებსა და სურვილებზე კონტროლი შეუძლიათ. ხშირად გრძნობთ შფოთვას სამეცნიერო ჟურნალში Intelligence გამოქვეყნებული კვლევის შედეგები ამბობს, რომ მაღალი IQ-ის მქონე ადამიანები უფრო მეტად უჩივიან ყველა სახის შფოთვით აშლილობას. ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ მეცნიერებს აქვთ ვარაუდები. შესაძლოა, საქმე იმაშია, რომ ჭკვიანი ადამიანები ყველაფერს გადაჭარბებულად აფასებენ, სრულყოფილებისკენ მიისწრაფვიან. მეგობრების მცირე წრე გყავთ ჭკვიან ადამიანებს ბევრი მეგობარი არ ჰყავთ. თუ ხანდახან კომპანია გაკლიათ, ეს განვითარებულ ინტელექტზე მიუთითებს. გონება ყველაფერში დამოუკიდებლობას გულისხმობს. თუ მაღალი ინტელექტი გაქვთ, გაგიჭირდებათ მეგობრის პოვნა, ვისთანაც ურთიერთობა დაგაინტერესებთ. თავს ჭკვიანად არ თვლით თუ საკმარისად ჭკვიანი ხართ, კარგად გესმით, რომ ადამიანს ყოველთვის აქვს რაღაც სასწავლი. ინტელექტუალებს არ სჭირდებათ საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულად შეფასება. უფრო მეტად იციან ის, რაც არ იციან, ვიდრე ის, რაც ამ მომენტისთვის აქვთ. განმარტოება გიყვართ თუ მარტოობის არ გეშინიათ და საკუთარ თავთან და ფიქრებთან განმარტოება მოგწონთ კიდეც, ეს ინტელექტის უდავო ნიშანია. თქვენ არ გჭირდებათ ადამიანების კომპანია, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ, ისედაც არ მოიწყენთ. ასევე დაგაინტერესებთ: 10 ფრაზა, რომელთაც წარმატებული ადამიანები არასდროს ამბობენ (და ხშირად ამბობენ წარუმატებლები) ბრძენი დედის ძლიერი სიტყვები, რომლებიც სამუდამოდ მემახსოვრება მეცნიერებმა ახსნეს კოშმარების დანიშნულება - მათ გარეშე იოლად ვერ გავალთ ქალების ისტერიკას მეცნიერული გამართლება უპოვეს: ისინი უბრალოდ ცდილობენ, არ მოკვდნენ ბედი მოატყუა: ბეთჰოვენის დნმ–ის ანალიზმა აჩვენა მისი სუსტი მუსიკალური შესაძლებლობები 26 კითხვა, რომლებიც საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ 132 შეფასება არ არის |