პროფილაქტიკა 50 წელს გადაცილებულებისთვის პროდუქტები ჯანსაღი გულის შესანარჩუნებლად 13 აგვისტო, 17:26 დიეტოლოგი : 50 წელს გადაცილებულებისათვის ჯანმრთელი გულის შეანარჩუნებლად სასარგებლოა ნიორი.
ზოგიერთ საკვებს აქვს სასარგებლო გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებაზე 50 წლის შემდეგაც კი, ამბობს დიეტოლოგი ელენა სოლომატინა.
ექიმმა დიეტოლოგმა ჩამოთვალა პროდუქტები, რომლებიც ამ ასაკის ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია ჯანმრთელი გულის შესანარჩუნებლად
სოლომატინამ აღნიშნა, რომ ათეროსკლეროზის განვითარება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოშლის უპირველეს მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს. მისი პრევენცია ხდება რაციონში ომეგა -3-ის შემცველ პროდუქტების ჩართვით- ესენია ცხიმოვანი თევზი, სელის ზეთი და ვირთევზას ღვიძლი. ასევე, მისი თქმით, 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს შესაძლოა აღენიშნებოდეთ გულის პრობლემები სისხლის გასქელების გამო. ამის თავიდან ასაცილებლად დიეტოლოგმა ურჩევს ნიორის, ხახვის და ბულგარული წიწაკის მირთმევას, რომელიც სისხლის გათხელებას უწყობს ხელს.
„ხახვი ასევე შეიცავს კვერცეტინს, რომელიც ამაგრებს მცირე სისხლძარღვების კედლებს, აჩქარებს სისხლის მიმოქცევას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, ამიტომ სისხლძარღვები არ ზიანდება. ნიორი კი მდიდარია გერმანიუმით, რომელიც გავლენას ახდენს გულის სარქველების მუშაობაზე“, - განმარტა სოლომატინამ.
-ღვიძლზეა დამოკიდებული სისხლში ჯანსაღი ქოლესტერინის გამომუშავება და ხაჭოს, იოგურტისა და კვერცხის რეგულარული მოხმარება ხელს შეუწყობს ამ ორგანოს ჯანმრთელად შენარჩუნებას, გარდა ამისა, სოლომატინას თქმით, ასაკის მატებასთან ერთად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია მცირდება, რომელიც აწარმოებს ჰორმონებს და მოქმედებს გულზე. მის შესანარჩუნებლად კი რაციონში უნდა ჩავრთოთ დარიჩინი, თეთრი ლობიო, მარცვლეულის ფაფები და კალიუმით მდიდარი საკვები, მაგალითად როგორიცაა ტომატის წვენი და გოგრა. 190 3-ს მოსწონს
|