სხვა 5 მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომ არ უნდა შეიტანოთ ტელეფონი საპირფარეშოში 9 აგვისტო, 22:53 ადრე საპირფარეშოში გაზეთს ვკითხულობდით ან, უარეს შემთხვევაში, ჰაერის გამწმენდის ბოთლზე არსებულ წარწერებს, მაგრამ მომავალი ყველა სახლში მოვიდა და ახლა უნიტაზზე ვსხედვართ სმარტფონით ხელში.
სოციალური ქსელები, ფოსტა, სიახლეები - სხვაგან სად, თუ არა ამ განცალკევებულ ადგილას, შეგიძლიათ მშვიდად გადახედოთ მსოფლიო ქსელის უკიდეგანო სივრცეს. ამავდროულად, ექსპერტები ასეთ დროსტარებას საშიშად მიიჩნევენ. Bankmycell-მა ჩაატარა გამოკითხვა 2114 ამერიკელს შორის და აღმოჩნდა, რომ მამაკაცების 80%-ს და ქალების 69%-ს ტელეფონი ან პლანშეტი თან შეაქვს საპირფარეშოში. ასაკის კლებასთან ერთად საპირფარეშოში ინტერნეტსერფინგის მოყვარულთა პროცენტული მაჩვენებელი იზრდება. პენსიონერების მხოლოდ 11% სარგებლობს ცივილიზაციის სიკეთით უნიტაზზე ჯდომისას, ახალგაზრდებში ეს რიცხვი 9-ჯერ მეტია. ებრაული გამოცემის La-Isha ჟურნალისტმა დაფნა არადმა დაასახელა 5 მიზეზი, რატომ უნდა ვთქვათ უარი ტელეფონის გამოყენებაზე საპირფარეშოში. 1. მეტი ბაქტერია ყველამ იცის, რომ ტელეფონის ზედაპირი სავსეა ბაქტერიებით. ხელებს იბანთ, მაგრამ რამდენად ხშირად წმენდთ ტელეფონს სადეზინფექციო სალფეთქით? არიზონას უნივერსიტეტმა დაადგინა, რომ გაჯეტის კორპუსზე 10-ჯერ მეტი მიკრობია, ვიდრე საზოგადოებრივ საპირფარეშოში უნიტაზის რგოლზე! თუ გაჯეტს ტყავის ქეისში ინახავთ, 17-ჯერ უფრო ჭუჭყიანია, ვიდრე მოწყობილობა საზოგადოებრივ საპირფარეშოში, თუ პლასტმასის ქეისში - 6-ჯერ უფრო ჭუჭყიანი, ვიდრე უნიტაზი. ანტისანიტარიის მხრივ ტელეფონებს კონკურენციას მხოლოდ მაჯის საათები უწევს. თუ საპირფარეშოში შესვლის შემდეგ ხელებს იბანთ, მაგრამ ტელეფონს არ წმენდთ, მაშინ სად არის ლოგიკა ამ ჰიგიენურ პროცედურაში? 2. ბუასილის მიღების რისკი მეცნიერებმა დიდი ხანია დაადგინეს, რომ უნიტაზზე დიდხანს ჯდომა ბუასილის ალბათობას ზრდის. ითვლება, რომ უნიტაზზე ჯდომის ოპტიმალური დრო 6-8 წუთია. რაც უფრო მეტ დროს ატარებს ადამიანი საპირფარეშოში, მით უფრო იძაბება ნაწლავი. ებრაელმა ჟურნალისტებმა ჩაატარეს გამოკითხვა, რომელშიც ქვეყნის 1200-მა მაცხოვრებელმა მიიღო მონაწილეობა, და დაადგინეს პირდაპირი კავშირი უსიამოვნო დაავადებასა და უნიტაზზე ხანგრძლივ ჯდომას შორის. საშუალოდ, ისრაელის მაცხოვრებლები დღეში 24 წუთს ატარებენ უნიტაზზე. გამოკითხულთა 8% აღიარებს, რომ საპირფარეშოში 1-2 საათს ატარებს. მათგან მეოთხედს ბუასილი აქვს, ხოლო იმ ადამიანებში, რომლებიც უნიტაზზე 10 წუთზე მეტხანს არ სხედან, ეს დაავადება 2-ჯერ ნაკლებია. 3. საფრთხე პაციენტების სიცოცხლისთვის ექსპერტები თვლიან, რომ ექიმები, რომელთაც ჩვევად აქვთ საპირფარეშოში სმარტფონით შევიდნენ, პაციენტებს საფრთხეს უქმნიან. კლინიკის თანამშრომელთა გაჯეტების 75-დან 94, 5%-მდე ზედაპირზე არის მიკრობები, რომლებიც მდგრადია თანამედროვე ანტიბიოტიკების მიმართ. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ექიმების 87, 5%-მა იცის, რომ მათი ელექტრონული მოწყობილობები ინფექციას ატარებს, მაგრამ მათი 57, 5% ყოველთვის უგულებელყოფს გაჯეტის დეზინფექციის აუცილებლობას. ჯანდაცვის თანამშრომლებს ევალებათ, რომ სმარტფონები ჯიბეებში შეინახონ და არა ხელში, არ ამოიღონ სამუშაო ადგილზე და რეგულარულად გაწმინდონ სპირტით. ბენ-გურიონის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ჩაატარეს კვლევა და დაამტკიცეს, რომ ჯანდაცვის თანამშრომლების მიერ ამ წესების უგულებელყოფა ზრდის პაციენტების ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას და ზოგჯერ საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს. 4. სმარტფონი არ იძლევა მოდუნების საშუალებას თანამედროვე ადამიანების უმეტესობას საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს და რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, საპირფარეშო დასვენების ერთ-ერთი ადგილია. ტუალეტზე ჯდომისას სოციალური ქსელების სქროლვით და ელ.ფოსტის შემოწმებით, ვკარგავთ იმ მცირე შესვენებას, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება. ცალკე აღსანიშნავია, რომ საპირფარეშოდან მესიჯის გაგზავნას, თუნდაც საკითხის ეთიკური მხარე არ გავითვალისწინოთ, კარგ იდეას ვერ უწოდებთ. საქმიან ან სასიყვარულო გზავნილებზე კონცენტრირებას ვერ შეძლებთ და ამან შესაძლოა უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. თუ ორგანიზმმა სიგნალი მოგცათ, რომ საპირფარეშოში გასვლა გჭირდებათ, მაშინ ეს უნდა მიიღოთ, როგორც დასვენების ბრძანება და დატოვოთ გაჯეტი სამუშაო მაგიდაზე ან ჯიბეში. განმარტოვდით საკუთარ თავთან და ფიქრებთან, საპირფარეშოში მაინც. 5. თქვენი გაჯეტი შეიძლება დაზიანდეს წმინდა ტექნიკური მიზეზი. სმარტფონი შეიძლება ჩავარდეს უნიტაზში და დაზიანდეს, დროებით ან სამუდამოდ. სტატისტიკა ამბობს, რომ ეს არც ისე იშვიათად ხდება. ყოველი მეხუთე ქალი და ყოველი მერვე მამაკაცი აღიარებს, რომ მათი სმარტფონი ერთხელ მაინც ყოფილა უნიტაზში. არიან ისეთებიც, რომლებმაც ეს ხრიკი არაერთხელ გაიმეორეს. ასევე დაგაინტერესებთ: იცით, რას იყენებდნენ ადამიანები ტუალეტის ქაღალდის გამოგონებამდე? ჭუჭყიანი დრო: საათზე 8–ჯერ მეტი ბაქტერიაა, ვიდრე უნიტაზზე ონკანის წყლის უსაფრთხოება არა მხოლოდ ქლორით, არამედ მტაცებელი ბაქტერიებით უზრუნველყოფილი შეიძლება იყოს მაგნიტივით მოქმედებს: რობოტი თევზი, რომელიც წყალს მიკროპლასტმასისგან წმენდს იცით, რატომ არ შეიძლება დაბანა, როცა სარეცხი მანქანა ჩართულია 204 1-ს მოსწონს |