საზოგადოებრივი ჩერჩილი სსრ კავშირში II ფრონტის გახსნას ცდილობდა, თუმცა სტალინს სხვა გეგმა ჰქონდა 7 აგვისტო, 8:49 თეორია, იმის შესახებ, რომ სტალინმა წინასწარ იცოდა, სსრ კავშირზე ფაშისტური გერმანიის თავდასხმის შესახებ, საკმაოდ პოპულარულია. თუმცა, ეს მხოლოდ თეორიაა და ამ საკითხის გასარკვევად, ის უნდა გავიგოთ, თუ რა სიტუაციაში იყო, უშუალოდ, 1941 წელს სტალინი. ის, რაც, გასული საუკუნის 30–იან წლებში, ევროპაში ხდებოდა, საბჭოთა ხელისუფლებას ომისათვის მზადებისკენ უბიძგებდა... სტალინმა, ომის დაწყებამდე, მისთვის სამზადისი, თითქმის, 15 წლით ადრე დაიწყო. ის ყველაფერს აკეთებდა, რომ "იმ დღეს, " ქვეყანა სრულად მომზადებული შეხვედროდა და ამისთვის, უდიდესი ფინანსური სახსრები იხარჯებოდა... თუმცა, მიუხედავად ამისა, გერმანიის თავდასხმა, საბჭოთა ხალხისთვის, სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. წინააღმდეგობა ასეთ მომზადებას და ომის კატასტროფულ დაწყებას შორის, კითხვებს აჩენს, რომელიც დღემდე აღელვებს როგორც მეცნიერებს, ისე ფართო საზოგადოებას. იცოდა, თუ არა სტალინმა, მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ? — რთული კითხვაა და არც პასუხია მარტივი... სტალინი, რა თქმა უნდა, ვარაუდობდა, რომ გერმანიასთან ომი გარდაუვალი იყო — ამის მტკიცება, ისტორიულ წყაროებზე და დოკუმენტებზე დაყრდნობით შეგვიძლია. ეს ცხადი გახდა ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ და ამის შესახებ, როგორც თავად სტალინი, ისე საბჭოთა კავშირის სხვა ლიდერებიც აცხადებდნენ. მაგრამ, უშვებდა, თუ არა სტალინი, რომ ომი 1941 წ. დაიწყებოდა? — ცნობილი არ არის. 1939 წ. თავდაუსხმელობის პაქტის ხელმოწერის შემდეგ, მან საგარეო პოლიტიკა იმის გათვალისწინებით ააწყო, რომ ომი ევროპაში (ინგლისთან და საფრანგეთთან) გაჭიანურდებოდა და მინიმუმ, 3 წელს გაგრძელდებოდა. თუმცა, 1940 წ. 22 ივნისს საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა — ამ მომენტიდან, სტალინი სულ უფრო მეტ ინფორმაციას იღებდა, იმის შესახებ, რომ გერმანია საბჭოთა კავშირთან ომისთვის ემზადებოდა. საბჭოთა ხელმძღვანელობის მიერ, 1941 წლის მაისში მიღებული, მთელი რიგი ღონისძიებები, იმაზე მეტყველებს, რომ სტალინი, უახლოეს მომავალში, ქვეყანაზე თავდასხმის შესაძლებლობას არ გამორიცხავდა. თუმცა, ფიქრობდა, რომ ასეთი სცენარი ნაკლებად შესაძლებელი იყო... ამის მიზეზი კი, მეტად პრაგმატული იყო: ის თვლიდა, რომ ჰიტლერს 1941 ზაფხულში ომის დაწყება, არანაირად არ აწყობდა და არაერთხელ უთქვამს, რომ ჰიტლერი — ისეთი იდიოტიც არ იყო, რომ ომი, ორ ფრონტზე ერთდროულად ეწარმოებინა. გარდა ამისა, ინფორმაცია, რომელსაც ჰიტლერი იმ დროისთვის ფლობდა, არ მიუთითებდა იმაზე, რომ სსრ კავშირი, პრევენციული დარტყმისთვის ემზადებოდა. ანუ, სტალინს ჰიტლერი არ გაუღიზიანებია და თავდასხმისთვის მიზეზი არ მიუცია, მიუხედავად იმისა, რომ ჩერჩილმა ის, საბჭოთა საზღვართან, გერმანული სამხედრო ძალების მობილიზაციის შესახებ გააფრთხილა (ჩერჩილი II ფრონტის გახსნით იყო დაინტერესებული, რომ ჰიტლერის ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა და მისი ქვეყნის წინააღმდეგ ომი არ განახლებულიყო. მას ჰიტლერის ერთი შემოტევა (10 ივლისი – 31 დეკემბერი 1940) უკვე მოგებული ჰქონდა და მსგავსი უბედურების ხელახლა გადატანა აღარ უნდოდა). თუმცა სტალინს, ბრიტანელების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, არანაირი რეაქცია არ ჰქონია. ამგვარად მან, ინგლისთან ურთიერთობის კარი კი არ დახურა, ის არც კი გაუღია. როგორც ჩანს, მას გერმანიასთან ომის დაწყება, არ აშინებდა... მაგრამ არ უნდოდა, რომ ამ ომის მიზეზი, თავად ყოფილიყო. როგორც ის თვლიდა, ომის მოგება, სრულიად მარტოს, მტერთან, ერთ–ერთზე დარჩენილს შეეძლო... "სსრ კავშირს შეუძლია, ამ ომის მოგება მარტოს, მოკავშირეების გარეშე" — ასეთი იყო სტალინის პოზიცია, 1941 წლის 22 ივნისის წინ. არხის სხვა სიახლეები:* ეს ქალაქი არცერთ რუკაზე არ არის და არც ყოფილა... მაგრამ, მის შესახებ ყველას სმენია* შეიძლება, სამყაროს კანონების არსებობის არ გჯეროდეთ, მაგრამ ეს უნდა იცოდეთ!* რა მისწერა ჰიტლერმა სტალინს, პოლონეთში შეჭრის წინ?.. და სტალინის პასუხი* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ327 2-ს მოსწონს
|