საზოგადოებრივი "ტიტანიკის" კატასტროფა გარდაუვალი იყო – გემი პორტიდან რომ არ გასულიყო, მაინც ჩაიძირებოდა დღეს, 10:14 საქმე იმაშია, რომ ხანძარი ქვანახშირის ბუნკერში მანამდე გაჩნდა, ვიდრე გემი ზღვაში გავიდოდა. ცეცხლი «ტიტანიკის» კორპუსში, 1 კვირის მანძილზე, ფარულად მძვინვარებდა და გემის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საყრდენები ძალიან დაასუსტა. ექსპერტები თვლიან, რომ ექსტრემალურმა სიცხემ, ფოლადის სიმტკიცე – 75%-მდე შეამცირა, რამაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეამცირა გემის მდგრადობა, გარე ფაქტორების ზემოქმედების მიმართ. ხანძარი მოგზაურობის დაწყებიდან, 2 დღის შემდეგ აღმოაჩინეს, მაგრამ პორტში დაბრუნებაზე, არც უფიქრიათ. 3 დღის მანძილზე ებრძოდნენ ცეცხლს და ვერ ჩააქრეს, შემდეგ კი, კატასტროფაც მოხდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გემი აისბერგს რომ არ შეჯახებოდა, სავარაუდოდ, ხანძარი აფეთქებას გამოიწვევდა და კატასტროფა მაინც მოხდებოდა. «ტიტანიკი» საუთჰემპტონის პორტიდან 1912 წლის 10 აპრილს გავიდა და 15 აპრილის ჩაიძირა. ასე, რომ, გემი პორტში რომ დაბრუნებულიყო, შეიძლება, გემი მაინც ჩაძირულიყო, მაგრამ მგზავრები გადარჩებოდნენ.
აქვე გთავაზობთ 15 საინტერესო ფაქტს ამ ლეგენდარული გემის შესახებ: 15. სინამდვილეში, თანამედროვე გემებს, აისბერგთან შეჯახების უფრო მეტი შანსი აქვთ, ვიდრე ეს «ტიტანიკს» ჰქონდა. 14. არსებობს მოსაზრება, რომ «ტიტანიკის» დაღუპვის მიზეზი, ყინულოვანი მირაჟი იყო, რომელიც აისბერგის რეალურ მდებარეობას ფარავდა და ამის გამო, გემის კატასტროფის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. ხოლო, ამ ვერსიის ირიბ მტკიცებულებას, გადარჩენილი მგზავრების ნაამბობი წარმოადგენს, რომლებიც ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ იმ ღამეს, ვარსკვლავები სასწაულად, კაშკაშად ანათებდნენ. 13. იმ მომენტიდან, როდესაც აისბერგი შენიშნეს და ვიდრე კურსის შეცვლის ბრძანება გასცეს, მთელი 30 წამი გავიდა. ბრძანება მაშინვე რომ გაეცათ, შესაძლებელია, შეჯახება არც მომხდარიყო. გაგრძელება >>>
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |