x
მეტი
  • 14.10.2024
  • სტატია:137603
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511481
ეს ქალაქი არცერთ რუკაზე არ არის და არც ყოფილა... მაგრამ, მის შესახებ ყველას სმენია

XVI საუკუნეში, ინდიელების მიერ მოყოლილი ამბები ელდორადოს შესახებ, ავანტიურისტებს აგიჟებდა... ხოლო, ზღაპრული ქალაქის, თუ ქვეყნის ძიება, დღემდე გაგრძელდება.

ელდორადოს ლეგენდებით პირველად, ამერიკის კონტინენტზე ახლად ჩასული ევროპელები დაინტერესდნენ და დაიწყეს მისი ძებნა... იქიდან მოყოლებული, მას დღემდე ეძებენ. თუმცა, დრო და დრო, სოციალურ ქსელებში ინფორმაცია ჩნდება, იმის შესახებ, რომ თითქოს უკვე იპოვეს... მაგრამ, შეიძლება, ის ლეგენდარული ელდორადო არც იყოს, რადგან დაზუსტებით ცნობილი არ არის, რა შეიძლება იქ ყოფილიყო? თუმცა, თუ ლეგენდას გავაანალიზებთ, შეგვიძლია ლოგიკურ დასკვნამდეც მივიდეთ.


image


დავიწყოთ ოქროთი და გავიხსენოთ, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდათ ამ ლითონისადმი ინკებს, მაიას და სხვა ტომებს, რომლებიც ამერიკის კონტინენტებზე უფრო ადრე ცხოვრობდნენ – ლამაზი ლითონი მათში ესთეტიკურ აღფრთოვანებას უფრო იწვევდა, ვიდრე განძის ფლობის სურვილს...

გამოდის, რომ, როდესაც ინდიელები ელდორადოს შესახებ ჰყვებოდნენ, მისი სილამაზის გადმოცემა უფრო უნდოდათ, ვიდრე სიმდიდრის აღწერა. გარდა ამისა, ლეგენდებში ასევე ნათქვამია, რომ სილამაზის გარდა, ეს ქალაქი გამორჩეული იყო მაგიურობითაც. ხოლო მაგიად, ინდიელებს შეეძლოთ, მათთვის უცნობი ტექნოლოგიები მიეღოთ.


imageინკების ოქროს ნაკეთობები


ისინი მაგიურ შესაძლებლობებს მიაწერდნენ თავად ქალაქის მცხოვრებლებსაც, რაც ასევე, მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების არსებობით ან უნარებით აიხსნება, რომელსაც ქალაქის მცხოვრები ფლობდნენ და რომლებიც ინდიელებისთვის დამახასიათებელი არ იყო. ანუ, ელდორადოს მცხოვრებნი, ადამიანების რასას არ ეკუთვნოდნენ.

ვინ იყვნენ? სავარაუდოდ, ანუნაკები. შუმერული ლეგენდებიდან ცნობილია, რომ რაღაც მომენტში, მათ უთანხმოება მოუვიდათ მმართველ ელიტასთან და ანუნაკების ნაწილმა დატოვა დედამიწა.

დავუშვათ, რომ ისინი ადამიანების განვითარებას მთელს პლანეტაზე აკონტროლებდნენ და ყველა კონტინენტზე ქალაქი–რეზიდენციები ჰქონდათ. ამ ქალაქების ნაწილი დაინგრა, მაგრამ რაღაც აუცილებლად გადარჩებოდა... სავარაუდოდ, სწორედ აქედან წამოვიდა ლეგენდები განძით სავსე ქალაქების შესახებ. მაგრამ, ეს ქალაქები, სახმელეთო გზით, ძნელად მისადგომი იყო... და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ანუნაკები, ქალაქამდე მისასვლელად, არასდროს სარგებლობდნენ სახმელეთო ან წყლის ტრანსპორტით. ისინი ყოველთვის საფრენი აპარატებით გადაადგილდებოდნენ. ამიტომ, არც ის არის გასაკვირი, რომ საკუთარ რეზიდენციებს, რთულად მისასვლელ ადგილებზე აშენებდნენ.


image


ამრიგად, ელდორადო, შესაძლოა ანუნაკების ერთ-ერთი ქალაქი ყოფილიყო, რომელიც მათ ამერიკის კონტინენტზე ააშენეს. ასევე, შესაძლოა, რომ ის ერთადერთიც ყოფილიყო. ხოლო, როდესაც ანუნაკებმა დედამიწა დატოვეს, ამ ქალაქის მოსახლეობის ნაწილი, საკუთარი სურვილით დარჩა, ან იქნებ, მიატოვეს კიდეც... ხოლო, ბედის ანაბარად დარჩენილებს, სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ და ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა დაიწყეს. რჩეულებმა იცოდნენ, თუ როგორ შეიძლებოდა, სახმელეთო გზებით, ქალაქამდე მისვლა.


image


გარკვეული პერიოდის შემდეგ, ქალაქი დაიცალა – ცნობილი არ არის, ისინიც წაიყვანეს, თუ საცხოვრებლად, სხვა რეზიდენციაში გადავიდნენ. მიუხედავად ამისა, ინდიელები მათ ღმერთებად თვლიდნენ. ამიტომ, საიდუმლოდ ინახავდნენ ქალაქისკენ მისასვლელ გზას და მის ადგილმდებარეობას არავის უმხელდნენ.

დროთა განმავლობაში, წვიმამ ელდორადოს შენობებს მოოქრული ზედაპირი ჩამორეცხა და ის ჯუნგლებმა შთანთქა. მისკენ მიმავალი გზა კი, დავიწყებას მიეცა. ასწლეულების მანძილზე, ინდიელები ქალაქში არ ყოფილან, ამიტომ არ იცოდნენ, მისი გაპარტახების შესახებ... და მხოლოდ მათ ლეგენდებში დარჩა ის ოქროსი. ხოლო, იმ დროისთვის, როდესაც ადამიანებმა ფრენა ისწავლეს და ჰაერიდან შეძლეს დედამიწის ზედაპირის დათვალიერება, გაუვალი ტყეების მცენარეებს შორის, ქალაქის ნანგრევების გარჩევა, უბრალოდ, შეუძლებელი გახდა. მითუმეტეს, ძნელია ქალაქის აღმოჩენა, როდესაც ოქროს ქალაქს ეძებენ და არა მის ნანგრევებს.



image

არხის სხვა სიახლეები:


* რა მისწერა ჰიტლერმა სტალინს, პოლონეთში შეჭრის წინ?.. და სტალინის პასუხი

* უჩინარი დარტყმა, მნიშვნელოვანი ზარალით, რომელიც სპარსეთმა ეგვიპტეს მიაყენა

* პირამიდების მშენებლობის თარიღის საიდუმლო გახსნილია...

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
306
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0