სხვა სექ@ში ჩემპიონატის ორგანიზატორებმა შეჯიბრზე მაყურებლების მოწვევა გადაწყვიტეს 31 ივლისი, 12:24 შვედეთის სექსის ფედერაციამ (SSF) გამოაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი სექსში სექტემბერში სტოკჰოლმში გაიმართება. ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდი იტყობინება. ჩემპიონატი 28 სექტემბერს შვედეთის დედაქალაქის სოდერმალმის რაიონში გაიმართება. მომდევნო ჩემპიონატში მონაწილეთა რაოდენობა ჯერ არ გამოცხადებულა, მაგრამ მისი მიზანია „გაერთოს საზოგადოება და შეარჩიოს საუკეთესოები სექს-ხელოვნების სამყაროში“. შეჯიბრის მთავარი სიახლე იქნება 140 მაყურებლის დასწრება, რომლებსაც უკვე შეუძლიათ ბილეთების შეძენა. SSF აპირებს 115 ჩვეულებრივი ბილეთის გაყიდვას 2990 კრონად (დაახლოებით 95 ლარი) და 25 VIP ბილეთის გავრცელებას, რაც დაინტერესებულ პირებს 3990 კრონი (125 ლარი) დაუჯდებათ. მაყურებლები, რომლებიც შეიძენენ მაღალი კლასის ბილეთებს, მიიღებენ უკეთეს ადგილებს, სასმელებს და „დამატებით სარგებელს, რომელიც დატოვებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას. 2023 წლის ზაფხულში ჩატარებული სექსში პირველი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულმა მარია ზადრავეცმა(ფოტოზე) გასულ თვეში განაცხადა, რომ სექტემბერში გამართულ კონკურსში მონაწილეობას მიიღებს ს. Daily Star-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ ერთი წლის წინ მოგებული თანხით BMW- იყიდა და მკერდი გაიდიდა. SSF-ის დამფუძნებლის, დრაგან ბრატიჩის ორგანიზებით, 2023 წლის ივნისში გეტებორგში გაიმართა პირველი ევროპის ჩემპიონატი სექსში, რომელსაც სკანდალიების გარეშე არ ჩაუვლია. მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ორგანიზატორებმა ვერ შეძლეს ტრანსლაციის ორგანიზება, უარი თქვეს გადახდაზე და ვერ უზრუნველყვეს აივ ტესტირებააზე. როდესაც უკრაინის წარმომადგენელმა სოციალურ ქსელებში ამის შესახებ საუბარი სცადა, მას ბრატიჩი დაესხა თავს. ეს ყველაფერი ვიდეოზეა გადაღებული. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ჩემპიონატს არ ჰქონდა ოფიციალური სტატუსი, ვინაიდან შვედეთი სექსს სპორტად არ ცნობს. 254 2-ს მოსწონს
|