x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ბაბილონი – ლეგენდარული ქალაქი, რომელიც ალექსანდრე მაკედონელმა იმპერიის აზიურ დედაქალაქად გამოაცხადა

ბაბილონი (შუმ. KÁ.DINGIR.RAKI, აქად. Bābili ან Babilim «ღმერთების კარიბჭე»; ძვ.ბერძ. Βαβυλών) — ძველი მესოპოტამიის ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც ისტორიული აქადის იმპერიის ტერიტორიაზე იყო (ბაბილონის ნანგრევები თანამედროვე ქ. ჰილას გარეუბანს წარმოადგენს (ერაყი)). უძველეს დროში, ბაბილონი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული ცენტრი და ჩვენი ცივილიზაციის ისტორიაში, პირველი ყველაზე დიდი ქალაქი იყო, რომელიც სხვადასხვა ეპოქაში, ერთი დამპყრობლის ხელიდან – მეორეში გადადიოდა, ხან დაცემის პერიოდი ჰქონდა, ხან კი – აღორძინდებოდა.


image


მიუხედავად იმისა, რომ ბაბილონი რეალურად არსებობდა, ის ისტორიაში, მაინც ნახევრად ლეგენდურ ქალაქად რჩება და გადმოცემის თანახმად, ქალაქი სწორედ იმ ადგილზე მდებარეობდა, სადაც ბიბლიური გოდოლი იყო.

ბაბილონი ჩვენს ერამდე, არაუგვიანეს, III ათასწლეულში დააარსეს. ის შუმერულ ისტორიულ წყაროებში, ქადინგირის სახელით არის მოხსენიებული. ადრეულ პერიოდში, დასახლება უმნიშვნელო ქალაქი და პატარა ოლქის ცენტრი იყო. ხოლო, XXIV—XXI სს. აქადის იმპერიის ერთ-ერთი პროვინციის ცენტრი გახდა. II—I ათასწლეულებში კი — ბაბილონის სამეფოს დედაქალაქი.


image


მეცნიერები ბაბილონს ძველი სამყაროს და საერთოდ, ჩვენი ცივილიზაციის, ყველაზე პირველ «მეგაპოლისად» თვლიან. მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობის და ხელსაყრელი კლიმატური პირობების გამო, ევფრატის სანაპიროსთან მდებარე ქალაქი, ჩვენს ერამდე II ათასწლეულის დასაწყისიდან – ძვ. წ. 539 წ–მდე, ბაბილონეთის დედაქალაქი იყო. ქალაქის ისტორიის ყველაზე კარგ პერიოდში, მისი მოსახლეობა, დაახლოებით, 200 000 კაცს აღწევდა.

ბაბილონის ცენტრში ზიკურათი მდებარეობდა. ეს მრავალსაფეხურიანი საკულტო ნაგებობა იყო, რომელიც თავდაპირველად, ტაძრის ფუნქციას ასრულებდა, ხოლო შემდეგ – ადმინისტრაციული ცენტრი გახდა. შენობის სიმაღლე 90 მეტრს აღწევდა და შუა საუკუნეებში, როდესაც ევროპიდან მოგზაურებმა დაიწყეს ჩასვლა, მისი მასშტაბური ნანგრევები, შეცდომით, ლეგენდარული ბაბილონის გოდოლის ნაშთი ეგონათ.


image


მეფე ხამურაბის (ძვ. წ. აღრ. 1793-1750 წწ.) მმართველობის წლებში ბაბილონეთის ტერიტორია რამდენჯერმე გაიზარდა. ხელისუფლებაში ყოფნის 43 წლის მანძილზე, მან თავი, საუკეთესო პოლიტიკოსად და მხედართმთავრად წარმოაჩინა. ჩვენამდე ხამურაბის კოდექსმა მოაღწია, რომელიც მსოფლიოში, ყველაზე უძველესი კანონების კრებულია. 282 მუხლში კონკრეტულად არის გაწერილი ხელფასების, ქორწინების, მონებით ვაჭრობის, საიჯარო გადასახადების ვალდებულებები, სასჯელის ვადები ქურდობისთვის და სხვა წესები.


image


ბაბილონეთის ყველაზე წარმატებულ მმართველად ნაბუქოდონოსორ II (634—562 წწ) ითვლება. მისი მეფობის პერიოდში, რამდენიმე ასწლეულის მანძილზე დაკნინებულმა ქალაქმა აღორძინება და ყველა მიმართულებით, განვითარება დაიწყო. ნაბუქოდონოსორის მმართველობის პერიოდს «ბაბილონის რენესანსსაც» ეძახიან. მეფე გამუდმებით ომებს აწარმოებდა, ახალ ტერიტორიებს იპყრობდა, ხელს უწყობდა კულტურის და ეკონომიკის განვითარებას. სწორედ მისი მმართველობის დროს შეიქმნა ყველასათვის ცნობილი დაკიდებული ბაღები, რომელიც მსოფლიოს 7 საოცრებიდან, ერთ-ერთი საოცრება იყო.



image


ნაბუქოდონოსორმა დაკიდებული ბაღები მეუღლისთვის – ამიტასთვის შეაქმნევინა. მეფის მეუღლე მიდიიდან, აყვავებული მხარიდან იყო და ხმაურიან და მტვრიან ბაბილონში, ძალიან იტანჯებოდა. ამიტომ, ეს ბაღი მას მშობლიურ მხარეს ახსენებდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიაში, ამ ნაგებობის სახელი, შეცდომით — «სემირამიდას დაკიდებული ბაღების» სახელით შევიდა.


image


როდესაც ძვ. წ. აღრ. 331 წელს ალექსანდრე მაკედონელი თავისი ჯარით ბაბილონს მიადგა, ქალაქი ბრძოლის გარეშე დანებდა, ხოლო მთავარსარდალი ბაბილონის მეფედ გამოაცხადეს. თავის მხრივ, ალექსანდრე მაკედონელმა ქალაქი, აზიური ლაშქრობის დროს დაპყრობილი ტერიტორიების დედაქალაქად გამოაცხადა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახელგანთქმული მთავარსარდალი, 32 წლის ასაკში, სწორედ ბაბილონში გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ქალაქი პართიელებმა დაიკავეს. მათ საკუთარი იმპერიის ტერიტორიაზე, დედაქალაქები – სელევკია და ქტესიფონი დააარსეს, ხოლო ბაბილონმა, თავისი მდგომარეობა თანდათანობით დაკარგა და მიტოვებულ ადგილად იქცა.


image


XIX საუკუნის ბოლომდე, ბაბილონი მითად ითვლებოდა, ვიდრე 1899 წელს გერმანელმა არქეოლოგმა რობერტ კოლდევეიმ ის არ აღმოაჩინა. გათხრები ათწლეულების მანძილზე მიმდინარეობდა.

სწორედ მაშინ აღმოაჩინეს იშთარის კარიბჭე, რომელიც ბაბილონის ციხე-ქალაქის, 9-დან ერთ-ერთი კარი იყო. ის ძვ. წ. აღრ. 575 წ. ნაბუქოდონოსორ II მმართველობის დროს ააშენეს.
იშთარის კარიბჭე ნახევრადწრიულ თაღის წარმოადგენს, რომელიც ორივე მხრიდან, გიგანტური ზომის კედლებით არის შემოფარგლული. კარიბჭე ქალღმერთ იშთარს ეძღვნება და აგურით არის აშენებული. ხოლო მისი კედლები, გარედან, ღია ცისფერი, ყვითელი, თეთრი და შავი ფერებით არის მომინანქრებული. კარიბჭე და კედლები მთლიანად, ულამაზესი ბარელიეფებით არის დაფარული.

დღეს იშთარის კარიბჭე რესტავრირებულია და მისი ნახვა ბერლინის მუზეუმში შეიძლება. ხოლო, ერაყის კონფლიქტამდე, ბაბილონი უძველესი ქალაქების ნუსხაში შედიოდა და იქ ექსკურსიები სისტემატურად ტარდებოდა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რა დაემართათ ადოლფ ჰიტლერის შვილებს?

* ამის შესახებ, ოფიციალური მეცნიერება, დელიკატურად დუმს!!! – ჩვენი პლანეტის ყველაზე დიდი საიდუმლო

* 2 იაპონური დიეტა (5 დღეში მინუს 4-7 კგ)

* სახლში სოკო გაჩნდა და არ იცით როგორ მოაცილოთ? ეს ბუნებრივი საშუალებები დაგეხმარებათ



0
242
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0