![შემცირდება თუ არა გადასახადები image](/uploads/article_images/small/10661350642393.png)
საქართველოში გადასახადები ზუსტად ისეთივე რაოდენობისაა, როგორც ევროპაში. მაშინ როდესაც ევროპაში უმუშევართა რიცხვი საკმაოდ დაბალია და ვინც მუშაობს მათ საკმაოდ დიდი შემოსავალი აქვთ, შესაბამისად არ უჭირთ ფიქსირებული გადასახადების გადახდა.
ჩვენთან კი, პირიქით, უმუშევრობის რიცხვი მაღალია და ვინც დასაქმებულია იმათაც ძალიან მცირე ანაზღაურება აქვთ.
კოალიცია, , ქართლი ოცნების" ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით საქართველოში გაზი გაცილებით ნაკლები უნდა ღირდეს ვიდრე ამჟამადაა, რადგან რეალურად აზერბაიჯანი შეღავათიან ფასებში ყიდის ჩვენზე ამ აირს.
მოსახლეობისათვის თავსატეხად იქცა დასუფთავების გადასახადი, რადგან ის პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული დენის გადასახადზე. ასე მაგალითდ; მაშინ როდესაც ადამიანს ზამთარში უფრო ჭირდება შეღავათის გაწევა დასუფთავების გადასახადზე, დენის დიდი რაოდენობით დახარჯვის დროს ზემოთ ხსენებული გადასახადიც ავტომატურად იმატებს.საინტერესოა ოჯახში სადაც 3 წევრია, სეზონურად სხვადასხვა რაოდენობის ნაჩენებს გადაყრის?!
მერიაში აცხადებენ, რომ შესაძლებელია დასუთავების ფიქსირებული გადასახადი შემოიღონ და მისი რაოდენობა 7 ლარი იქნება. ეს კიდევ უარესი, მაშინ როდესაც პენსია საარსებო მინიმუმზე ნაკლებია, პურის ფასი კი ყოველდღიურად იზრდება, როგორ შეძლებს ყველა დასაქმებულიც, დაუსაქმებელი და პენსიონერიც ამ ფიქსირებული თანხის გადახდას?! გამოსავალი იმაში მდგომარეობს, რომ გადასახადების რაოდენობამ უნდა უპასუხოს რეალურ სურათს და არ უნდა იყოს გათვლილი ბიუჯეტის შევსებაზე გაჭირვებული ხალხის ხარჯზე.
ზვიად ძიძიგურის განცხადებით საქართველოში გასახადები კლებას მომავალი წლიდან დაიწყებს, რადგან ჯერ ახალ პარლამენტს მუშაობა არ დაუწყიადა . მისივე განცხადებით ამ მხრივ სამუშაო ბევრია და ეს საკითხი აუცილებლად გაწყდება ხალხის სასიკეთოდ.